BTU AI – ინოვაციური განათლება და ახალი პროდუქტები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისგან
ანალიტიკური კვლევები, საგანმანათლებლო რესურსები, სილაბუსები, წიგნები, სტატიები და პუბლიკაციები, სატრენინგო და სასწავლო მასალა, აგრეთვე გრაფიკული ნამუშევრები და სხვა მრავალი პროდუქტი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით იქმნება და სხვადასხვა პროცესებში ინერგება უკვე ხელმისაწვდომია BTU-ს ვებ გვერდზე: www.btu.edu.ge.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში უკვე რამდენიმე თვეა, აქტიურად მიმდინარეობს ხელოვნური ინტელექტის საშუალებით სხვადასხვა პროდუქტის, მათ შორის წიგნების, სტატიებისა და კვლევების შექმნა. შექმნილი პროდუქტი კი სასწავლო პროცესში ინტენსიურად გამოიყენება, რაც პროცესს ბევრად უფრო ეფექტურს ხდის.