BTU AI ჰაკათონის გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება გაიმართა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ხელოვნური ინტელექტის ჰაკათონის გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება გაიმართა.
BTU-ს მიერ ორგანიზებულ მასშტაბურ ჰაკათონში საქართველოს 22 უნივერსიტეტის სტუდენტებისგან დაკომპლექტებული 116 გუნდი მონაწილეობდა, ჯამში 350 ზე მეტი სტუდენტი.
მეორე ტურში კი 18 გუნდი და 65-მდე სტუდენტი გადავიდა.
ჰაკათონის ფარგლებში სტუდენტებმა შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტილებები, რომელიც შემდეგ საგანმანათლებლო სექტორთან დააკავშირეს და იდეები და შექმნილი გადაწყვეტები ჟიურის და ტექნოლოგიური კომპანიების წინაშე წარადგინეს.
ჰაკათონის საპრიზო ფონდი 20 000 ლარს შეადგენდა, რომელიც 3 გამარჯვებულს შორის განაწილდა.
გამარჯვებული გუნდი TeachAid გახდა – TeachAid არის პლატფორმა მასწავლებლებისთვის და ლექტორებისთვის, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, დააგენერირონ ისეთი სასწავლო მასალები, როგორიცაა გაკვეთილის/ლექციის გეგმა, პრეზენტაცია, ქვიზები და სხვა მნიშნველოვანი მასალები.
მეორე და მესამე ადგილები, Edubot და 3Threads-მა გადაინაწილეს.
Edubot – ჰაკათონის ფარგლებში გუნდის წევრება შექმნეს AI რობოტი, რომელიც რეგიონში მცხოვრებ STEAM-ით დაინტერესებულ ადმიანებს ამ დარგის შესწავლაში ეხმარება.
3Threads – AI პლატფორმა, რომელიც აბიტურიენტებს დაეხმარება დისტანციურად დაწერონ ერთიანი ეროვნული გამოცდების ანალოგი ტესტები, შეასწორონ თავიანთი ნაშრომები, მიიღონ ადეკვატური შეფასებები და ნახონ გამოსწორების გზები.
გამარჯვებული სამი გუნდის გარდა, ჰაკათონის ფარგლებში დასახელდა დამატებით ორი რჩეული გუნდი, რომლებიც BTU-ს სტუდენტურ პრეაქსელერაციის პროგრამაში ჩაერთვებიან.
გამარჯვებული გუნდები ჟიურის წევრებმა გამოავლინეს:
- ზაალ გაჩეჩილაძე – Pulsar AI თანადამფუძნებელი, AI Lab თანადამფუძნებელი;
- რატი სხირტლაძე – მონაცემთა ანალიზის ლაბორატორიის დამფუძნებელი და დირექტორი;
- იოსებ ხუციშვილი – MaxinAI – თანადამფუძნებელი;
- მარიამ ჩახვაძე – Machine Learning / Software Engineer | Quantori
- მიხეილ რუხაია – BTU-ს პროფესორი, კომპიუტერული მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი | ხელმძღვანელი
- თორნიკე სულაბერიძე – ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელი | Lineate
ჰაკათონის სამუშაო პროცესში მონაწილეებს მენტორობას სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები უწევდენ:
- მართა მელია – მონაცემთა მეცნიერი | საქართველოს ბანკი
- ანზორ გოზალიშვილი – ML Engineer | Quantori
- ანა კოლხიდაშვილი – R&D გუნდის ლიდერი | Impel
- გრიგოლ სამხარაძე – Startup Advisor / Mentor
AI ჰაკათონის მთავარი პარტნიორი და ოფიციალური სპონსორი აშშ-ში დაფუძნებული, საერთაშორისო სტატუსის მქონე აიტი კომპანია Lineate Georgia იყო. ჰაკათონის პარტნიორიები არიან გლობალური ციფრული IT სერვისებისა და გადაწყვეტილებების კომპანია Quantori და საერთაშორისო კომპანია Devexperts.