
BTU AI GPTstore-ზე უკვე ვერიფიცირებული და ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის
მასალა ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ, OpenAI-ს მიერ შექმნილ ახალ პლატფორმაზე, GPTstore-ზე განთავსდა და ის ფართო მომხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია. GPTstore-ის გახსნა მნიშვნელოვანი სიახლეა გლობალური ტექნოლოგიური სფეროსთვის, რადგან ის ხსნის საერთაშორისო წვდომას ვერიფიცირებული ანგარიშებისა და ორგანიზაციებისთვის, ინფორმაციისა და დიდი მონაცემების გასაზიარებლად. აღნიშნულ მეგამონაცემებს შორის, განთავსდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის BTU AI-ს მასალები და მასზე წვდომა GPT Store-ის ფასიანი ანგარიშების მომხმარებლისთვის, ინგლისურ ენაზე არის შესაძლებელი.
BTU AI-ზე წვდომისთვის მიჰყევით შემდეგ ბმულს.