BTU აბიტურიენტებითვის – ახალი ინიციატივა საჩუქრად საქართველოს ყველა აბიტურიენტს
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი საქართველოში მცხოვრებ ყველა აბიტურიენტს საჩუქრად მთელი წლის განმავლობაში კურსებს, ტრენინგებს და სხვადასხვა პროექტში მონაწილეობას სთავაზობს. აბიტურიენტების მიერ არჩეული აქტივობების განხორციელება BTU-ს მიერ, 2021 წლის იანვრიდან იწყება.
მასში მონაწილეობა უფასოა და მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე, ხელმისაწვდომია ყველა მსურველისთვის.
კურსების გავლის შემდეგ, აბიტურიენტებს შესაბამისი სერთიფიკატები, კონკურსებში გამარჯვებულებს კი სპეციალური ჯილდოები გადაეცემათ.
აბიტურიენტებისთვის დაგეგმილ აქტივობებს შორისაა:
- მათემატიკის ახალი ოლიმპიადა მოსწავლეებისთვის და მათი მასწავლებლებისთვის;
- ჰაკათონი მომავალი IT სპეციალისტებისთვის – ონალინ ღონისძიება, რეალური პრობლემების გადაჭრისთვის საჭირო საინტერესო გზების ძიება და გამარჯვებულების დაჯილდოვება პარტნიორი ორგანიზაციების მიერ;
- გადამზადების სასერთიფიკატო კურსი ციფრულ მედია მარკეტინგში: Google, YouTube, Facebook, Instagram, TikTok და სხვა საშუალებების ეფექტურად გამოყენებისთვის;
- გადამზადების სასერთიფიკატო კურსი ბიზნესკომუნიკაციებში: როგორ ვიპოვოთ პირველი სამსახური, როგორ შევადგინო CV, როგორ დავწერო სამოტივაციო წერილი, რის შესახებ ვისაუბრო გასაუბრებაზე და როგორ წარვმართო საქმიანი კომუნიკაცია;
- გადამზადების სასერთიფიკატო კურსი კიბერუსაფრთხოებაში: როგორ დავიცვა კიბერჰიგიენა ყოველდღიურ ცხოვრებაში;
- პროფესიული ორიენტაცია – ტრენინგები პროფესიის სწორად არჩევისთვის: მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი და მოთხოვნადი პროფესიების შესახებ დისკუსია და განხილვა მომავალი პროფესიის შესახებ სწორი არჩევანის გასაკეთებლად;
- ტრენინგები პირველი ბიზნესის დასაწყებად: როგორ შევქმნა საკუთარი სტარტაპი სტუდენტობის პირველივე დღიდან და გავხადო ჩემი კომპანია წარმატებული.
აქტივობებში ჩართვის მსურველებმა უნდა დარეკონ ნომერზე: +995 571 003 056 ან გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე. ყველა აქტივობის დაწყების თარიღი, ინფორმაცია ტრენერების, ხანგრძლივობის, პრიზების და სხვა საკითხების შესახებ ეტაპობრივად გაზიარდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ.