ბრიტანეთის საბჭოს საპილოტე პროგრამა – English Club
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსტეტი მონაწილეობას იღებს ბრიტანეთის საბჭოს საპილოტე პროგრამა “ინგლისურ კლუბში“.
პროექტის მიზანია ჩამოყალიბდეს ინგლისური ენის ინტენსიური, ჯგუფური სწავლების საუკეთესო სტრუქტურა, რის საფუძველზეც “შემოქმედებითი ნაპერწკალის” მომავალ პროექტებში დაინერგება ინგლისური კლუბების ჩამოყალიბების პრაქტიკა პარტნიორ ინსტიტუციებში.
პროექტის ფარგლებში ბთუ–ს კამპუსზე შეიკრა 20 კაციანი ჯგუფი, რომელიც სრულიად უფასოდ მიიღებს 20-კვირიან ინტენსიურ ინგლისური ენის კურსს. რომლის მთავარი მიზანია სტუდენტებს აუმაღლოს პროფესიული ინგლისურის ცოდნის დონე და განუვითაროს მათ პრეზენტაციისა და ბიზნეს კომუნიკაციის უნარები. კლუბი შეხვდება კვირაში ორჯერ, მასწავლებლის ინსტრუქტაჟის ქვეშ, 90 წუთის განმავლობაში.
კურსის წარმატებით დასრულებისთვის, მოსწავლეებს მოუწევთ საბოლოო პრეზენტაციის მომზადება და წარდგენა, რის შემდეგაც გადაეცემათ კურსის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატი.