![ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტი და BTU 1 79cfd7c97ac0a6f37a9e314245e6ece6](https://btu.edu.ge/wp-content/uploads/2021/07/79cfd7c97ac0a6f37a9e314245e6ece6.jpg)
ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტი და BTU
ახალი შესაძლებლობა ჩვენს სტუდენტებს!
სამხრეთ ევროპის ერთ-ერთმა მოწინავე ტექნოლოგიურმა სასწავლებელმა – ბრაგანჩას პოლიტექნიკურმა ინსტიტუტმა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობა დაიწყო.
თანამშრომლობა BTU-ს მენეჯმენტის პროგრამის სტუდენტებისთვის ერთდროულად ორი დიპლომის მოპოვების საშუალებას იძლევა და პორტუგალიაში ბაკალავრიატის ბოლო სასწავლო წლის გატარებას გულისხმობს.