ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში HP-ის მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია გაიხსნება
ბიზნესისა და ტექნოლოგოგიების უნივერსიტეტში HP – ის მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია გაიხსნება.
ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიური მიღწევებით აღჭურვილი კომპიუტერული აპარატურითა და სერვერებით.
დაგეგმილია HP-ის ტექნოლოგიური ლაბორატორიის აქტიური გამოყენება უნივერსიტეტის სასწავლო პროცესსა და კვლევით პროექტებში. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს და სხვა სასწავლო პროცესებში მონაწილე ბენეფიციარებს საშუალება ექნებათ HP-ის ტექნოლოგიური ლაბორატორიის საშუალებით გაეცნონ უახლესს ტექნოლოგიურ მიღწევებს და გამოიყენონ ისინი, როგორც სასწავლო და კვლევით, ასევე პრაქტიკულ პროცესში.
,,ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან. HP-ის ტექნოლოგიური ლაბორატორია ხელს შეუწყობს თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას საქართველოში’’. – განაცხადა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა.
HP-ის ტექნოლოგიური ლაბორატორია უკვე აქტიურად გამოიყენება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზრის ციფრული კვლევის მოდელით განხორციელებული კვლევების პროცესში.