ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს განახლებული ლექტორების გუნდი ჰყავს
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი განათლების თანამედროვე მეთოდების დანერგვის პარალელურად, აქტიურად მუშაობს ძლიერი გუნდის შექნაზე.
უნივერსიტეტის პერსონალი დაკომპლექტებულია მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებით, საქართველოში არსებული უმსხვილესი ორგანიზაციების ტოპ მენეჯერებით.
სტუდენტებისთვის პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების მისაცემად, მაღალკვალიფიციური პრაქტიკოსი ლექტორების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით წელს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს განსაკუთრებული სიახლე აქვს.
წარმოგიდგენთ პროფესიონალების ახალ გუნდს, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან სტუდენტებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დახვდებათ. მათ შორის არიან:
„თიბისი ბანკის“ ბრენდ მენეჯერი, „სოკარის“ ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, „გეფას“ ფინანსური ანალიტიკოსი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, School of Science-ის დამფუძნებელი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სტრატეგიული პროექტების მენეჯერი, სასტუმრო სტამბას – სტუმრებთან ურთიერთობის აღმასრულებელი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო – დონორებთან ურთიერთობისა და ფონდების მოძიების კოორდინატორი, თიბისი ბანკის უფროსი პირადი ბანკირი, ფინანსური მრჩეველი სს „საქართველოს რკინიგზაში“ და სხვა.
უნივერსიტეტის პერსონალი შედგება განათლების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებისგან, რომელთაც უწყვეტი კომუნიკაცია აქვთ აბიტურიენტებსა და სტუდენტებთან.