ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ონლაინ სწავლების პლატფორმა აამოქმედა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ონლაინ სწავლების პლატფორმა აამოქმედა
პირველი ქართული უნივერსიტეტი, რომელმაც ონლაინ სწავლების პლატფორმა უკვე სრულად აამოქმედა, BTU გახდა. სამი საბაკალავრო და ერთი სამაგისტრო პროგრამა ონლაინ რეჟიმში უკვე ამოქმედდა. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ონლაინ სწავლების პლატფორმა 100%-ით აამუშავა.
აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მაქსიმალური ჩართულობით და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, ონლაინ სწავლებაზე გადასვლა რთული არ აღმოჩნდა.
დისტანციური ლექციები და სემინარები ვებინარის ფორმატში, სალექციო ვიდეო ჩანაწერები, სრულად გაციფრულებული სასწავლო მასალა, დისტანციურად შერულებადი სასემინარო აქტივობები – BTUში სწავლა სრული სვლით მიმდინარეობს.
დისტანციურად სწავლების დაწყებამდე, უნივერსიტეტის ონლაინ პლატფორმა დემო რეჟიმში მუშაობდა. ჩატარდა სტუდენტების და ლექტორების ტრენინგები, გადამზადდა ადმინისტრაციული პერსონალი.