2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის გარე მობილობა
2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის გარე მობილობა
- გარე მობილობის ვაკანტური ადგილები საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით განისაზღვროს შემდეგნაირად:
- საბაკალავრო პროგრამა საინფორმაციო ტექნოლოგიები: 30 ადგილი.
- საბაკალავრო პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირება – მენეჯმენტი: 35 ადგილი.
- საბაკალავრო პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირება – ფინანსები: 15 ადგილი.
- საბაკალავრო პროგრამა ციფრული მარკეტინგი: 40 ადგილი.
- ბტუ-ს საბაკალავრო პროგრამაზე გარე მობილობის წესით სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცეთ იმ პირებს, რომლებსაც ბტუ-ს პროგრამის მიზნებისათვის შესაძლებელია უღიარდეთ არაუმეტეს 198 კრედიტისა.
- იმ სტუდენტებს, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარეს 2020-2023 წლებში, მობილობისა და შიდა მობილობის უფლება წარმოეშობათ მხოლოდ იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელსაც შეესაბამება მათ მიერ ჩაბარებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით ან/და მე-8 პუნქტით დადგენილი საგანი/საგნები.
წარმოსადგენი დოკუმენტები ჩამონათვალი:
№ | დოკუმენტი |
I | განცხადება რექტორის სახელზე |
II | პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა/ID ბარათი) დედანი და ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქე – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანის დედანი). |
III | 2 ფოტოსურათი 3×4 და ელ. ვერსია (CD/DVD დისკზე). |
IV | ბაკალავრიატი – სრული ზოგადი ან მასთან გათანაბრებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების მიღების შემთხვევაში – განათლების აღიარების დოკუმენტი (ასლები). |
V | სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა, საქართველოს მოქალაქეებმა – სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი). |
VI | ჩარიცხვის ბრძანებიდან; ცნობა სტუდენტის სტატუსის და სწავლების სემესტრის შესახებ; ამონაწერი სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის ბრძანებიდან (არსებობის შემთხვევაში, სტატუსის შეწყვეტის ბრძანების შემთხვევაში აუცილებელია სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველის მითითება); ამონაწერი სასწავლო ბარათიდან შესწავლილი სასწავლო კურსების/პროგრამის კომპონენტების, შესაბამისი კრედიტების და მიღებული შეფასებების მითითებით. |
VII | იმ სტუდენტებმა, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარეს 2020- 2023 წლებში, საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამაზე მობილობის მიზნით სავალდებულოა წარმოადგინონ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკის ან ფიზიკის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები) მობილობის მიზნით – მათემატიკის, ხოლო ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი) და ციფრული მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამებზე მობილობის მიზნით სავალდებულოა წარმოადგინონ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკის ან ისტორიის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი. |
VIII | ბტუ უფლებამოსილია საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობის დადგენის მიზნით მოითხოვოს სტუდენტის მიერ შესწავლილი სასწავლო კურსების სილაბუსების წარდგენა; ბტუ-ში მობილობით სწავლის გაგრძელების სურვილის მქონე სტუდენტის მიერ გასათვალისწინებელია, რომ: ბტუ-ში მობილობით ვერ ჩაირიცხება სტუდენტი, რომლის მიმართ უსდ-ში გამოცემულია ბრძანება სტუდენტის სტატუსთან შეუთავსებელი ქმედების ჩადენის გამო სტატუსის შეწყვეტის შესახებ თუ სტატუსის შეწყვეტის საფუძველი შეუთავსებელია ბტუ-ს შინაგანაწესთან და მიიჩნევა ქცევის წესების უხეშ დარღვევად; ბტუ-ში ჩარიცხული სტუდენტი ვალდებულია ბტუ-ში წარადგინოს უსდ-ს მიერ გაცემული (ბეჭდით დამოწმებული) სტუდენტის პირადი საქმე, პირად საქმეში არსებული დოკუმენტაცია, იმ დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი/დედანი, რომელიც ჩარიცხვამდე იყო წარმოდგენილი ასლის სახით. |
გარე მობილობის ეტაპები და ვადები:
ეტაპი | ვადა/თარიღი | განმარტება |
I | 21.08.2024 – 09.09.2024-ის 18:00 საათამდე | მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა https://students.emis.ge |
II | 12.09.2024 – 16.09.2024-ის ჩათვლით | ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (შემდგომში – ბტუ) საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტი, რომელმაც სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნებული დადებითი შედეგის საფუძველზე მოიპოვა 2024-2025 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრისათვის ბტუ-ში მობილობით სწავლის გაგრძელების უფლება, რეგისტრაციის მიზნით უნდა გამოცხადდეს ბტუ-ში, განცხადებით (ივსება ბტუ-ში) მიმართონ ბტუ-ს რექტორს (მისამართი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82; ვებგვერდი: https://www.btu.edu.ge; ელ. ფოსტა: [email protected], საკონტ. ტელ.: (+995 32) 2195015; სამუშაო დღეები: ყოველ დღე, შაბათ- კვირის გარდა; სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ; პასუხისმგებელი პირი: ნათია მიქანაძე |
III | არაუგვიანეს 20.09.2024 | · მობილობით ბტუ-ში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტის მიერ უკვე მიღწეული კომპეტენციების ბტუ-ს საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადობის დადგენა ბტუ-ში მოქმედი (კრედიტების აღიარების) წესის შესაბამისად და დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბება ბტუ-ს მიერ აღიარებული კრედიტების რაოდენობის თაობაზე; სტუდენტისთვის ზემოთ მითითებული დასკვნის გაცნობა (სამუშაო საათები: 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე) ბტუ-ს მიერ აღიარებული კრედიტების რაოდენობის თაობაზე სტუდენტის მიერ წერილობითი განცხადებით თანხმობის/უარის დადასტურება (სამუშაო საათები: 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე);
· თანხმობის შემთხვევაში, მობილობის წესით ჩასარიცხ პირებთან სასწავლო ხელშეკრულბების გაფორმება. |
IV | არაუგვიანეს 23.09.2024 | მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ ბტუ-ს სამართლებრივი აქტების პროექტების განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონულად ასახვა |
V | არაუგვიანეს 30.09.2024 | ბტუ-ს მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე ერთიანი აქტის (ბრძანების) გამოცემა. |
არაუგვიანეს 02.10.2024 | ბტუ-ს მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ გამოცემული ბრძანების საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ასახვა. ბტუ-ს მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ გამოცემული ერთიანი აქტის (ბრძანების) განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისთვის წარდგენა. | |
VI | არაუგვიანეს 04.10.2024 | ბტუ-დან გადასული სტუდენტების მიმართ სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანების გამოცემა და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის ელექტრონული ვერსიის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისთვის წარდგენა. |