ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის ბრძანება 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის გარე მობილობის გამოცხადების შესახებ
2022-2023 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:
დოკუმენტი |
|
I |
განცხადება რექტორის სახელზე |
II |
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა/ID ბარათი) დედანი და ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქე –პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანის დედანი) |
III |
2 ფოტოსურათი 3×4 და ელ. ვერსია (CD/DVD დისკზე) |
IV |
ბაკალავრიატი – სრული ზოგადი ან მასთან გათანაბრებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების მიღების შემთხვევაში – განათლების აღიარების დოკუმენტი (ასლები) |
V |
სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა, საქართველოს მოქალაქეებმა – სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი) |
VI |
უსდ-ს მიერ გაცემული (ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული) – ამონაწერი უსდ-ში ჩარიცხვის ბრძანებიდან; ცნობა სტუდენტის სტატუსის და სწავლების სემესტრის შესახებ; ამონაწერი სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის ბრძანებიდან (არსებობის შემთხვევაში, სტატუსის შეწყვეტის ბრძანების შემთხვევაში აუცილებელია სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის სა-ფუძველის მითითება); ამონაწერი სასწავლო ბარათიდან შესწავლილი სასწავლო კურსების/პროგრამის კომპონენტების, შესა-ბამისი კრედიტების და მიღებული შეფასებების მითითებით |
VII |
იმ სტუდენტებმა, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარეს 2020 ან 2021 წელს, ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები) და საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამაზე მობილობის მიზნით სავალდებულოა წარმოადგინონ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი) საბაკალავრო პროგრამაზე მობილობის მიზნით სავალდებულოა წარმოადგინონ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკის ან ისტორიის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი. |
VIII |
ბტუ უფლებამოსილია საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობის დადგენის მიზნით მოითხოვოს სტუდენტის მიერ შესწავლილი სასწავლო კურსების სილაბუსების წარდგენა; ბტუ-ში მობილობით სწავლის გაგრძელების სურვილის მქონე სტუდენტის მიერ გასათვალისწინებელია, რომ: ბტუ-ში მობილობით ვერ ჩაირიცხება სტუდენტი, რომლის მიმართ უსდ-ში გამოცემულია ბრძანება სტუდენტის სტატუსთან შეუთავსებელი ქმედების ჩადენის გამო სტატუსის შეწყვეტის შესახებ თუ სტატუსის შეწყვეტის საფუძველი შეუთავსებელია ბტუ-ს შინაგანაწესთან და მიიჩნევა ქცევის წესების უხეშ დარღვევად; ბტუ-ში ჩარიცხული სტუდენტი ვალდებულია ბტუ-ში წარადგინოს უსდ-ს მიერ გაცემული (ბეჭდით დამოწმებული) სტუდენტის პირადი საქმე, პირად საქმეში არსებული დოკუმენტაცია, იმ დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი/დედანი, რომელიც ჩარიცხვამდე იყო წარმოდგენილი ასლის სახით. |
2022-2023 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ეტაპები და ვადები:
ეტაპი |
ვადა/თარიღი |
განმარტება |
I |
22.08.2022 –07.09.2022-ის 18:00 საათამდე |
მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა |
II |
12.09.2022 – 14.09.2022- ის ჩათვლით |
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (შემდგომში – ბტუ) საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტი, რომელმაც სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნებული დადებითი შედეგის საფუძველზე მოიპოვა 2022-2023 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრისათვის ბტუ-ში მობილობით სწავლის გაგრძელების უფლება, რეგისტრაციის მიზნით უნდა გამოცხადდეს ბტუ-ში, განცხადებით (ივსება ბტუ-ში) მიმართონ ბტუ-ს რექტორს (მისამართი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82; ვებგვერდი: www.btu.edu.ge; ელ. ფოსტა: [email protected], საკონტ. ტელ.: (+99532) 2195015; სამუშაო დღეები: ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა; სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ; პასუხისმგებელი პირი: ნათია მიქანაძე |
III |
არაუგვიანეს 20.09.2022 |
|
IV |
არაუგვიანეს 22.09.2022 |
მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ ბტუ-ს სამართლებრივი აქტების პროექტების საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვა |
V |
არაუგვიანეს 30.09.2022 |
ბტუ-ს მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე ერთიანი აქტის (ბრძანების) გამოცემა. |