ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მხარდაჭერა უკრაინის უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუციებს, უკრაინელ ხალხს და აკადემიურ საზოგადოებას
2022 წლის თებერვალში რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სრულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინულ უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუციებს, სტუდენტებს, პერსონალს და უკრაინელ ხალხს.
სოლიდარობის მიზნით, BTU-ს მხრიდან გაკეთდა რამდენიმე ოფიციალური მიმართვა, ჩატარდა სხვადასხვა ღონისძიებები და დისკუსიები, განხორციელდა სხვადასხვა აქტივობები, მათ შორის კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში გაიგზავნა ჰუმანიტარული გზავნილები. ასევე შეიქმნა პლატფორმა, რომელიც ქართველ (მათ შორის BTU-ს სტუდენტების) და უცხოელ NFT არტისტებს აერთიანებს უკრაინის მხარდასაჭერად.
BTU-ს პარტნიორი უნივერსიტეტები და ორგანიზაციები:
უნივერსიტეტები:
- დონეცკის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი
- სუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ოდესის მეჩნიკოვის სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი
- ივან-ფრანკოს ნავთობისა და გაზის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი
- ლუცკის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი
- ლვოვის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი
- უკრაინის ეროვნული მეტალურგიული აკადემია
ორგანიზაციები: