ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აფილირებული აკადემიური პერსონალის შერჩევის მიზნით
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აცხადებს კონკურსს
აფილირებული აკადემიური პერსონალის შერჩევის მიზნით
- კონკურსი ცხადდება შპს „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში“ აფილირებული აკადემიური პერსონალის I-ტიპის შერჩევის მიზნით, 20 ვაკანტურ ადგილზე, 2 წლის ვადით, შემდეგი პრიორიტეტული კვლევითი მიმართულებებით:
1.1. ციფრული ეკონომიკა: ციფრული ბაზრის ტენდენციების, ციფრული ეკონომიკის რესურსების შესწავლა, სავაჭრო ურთიერთობებში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების გამოცდილების სიღრმისეული კვლევა და საქართველოს ციფრული ეკონომიკის განვითარების მიზნით, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
1.2. ციფრული მარკეტინგი: ციფრული მარკეტინგის ტენდენციების და თანამედროვე დოქტრინული მიდგომების კვლევა, ციფრული მარკეტინგის ანალიტიკური ინსტრუმენტების კვლევა, მონაცემთა ანალიზი ციფრულ მარკეტინგში;
1.3. მეწარმეობა: მიკრო, მცირე, საშუალო მეწარმეების ფინანსებზე წვდომის შეფასების სიღრმისეული კვლევა. ტექნოლოგიური ტრანსფერის კვლევა, სტარტაპ ეკოსისტემის კვლევა;
1.4. ხელოვნური ინტელექტი: ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის შემუშავების პერსპექტივის კვლევა, მისი სხვადასხვა დარგში დანერგვის შესაძლებლობების სიღრმისეული კვლევა თანამედროვე ტენდენციების საფუძველზე. ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ციფრულ მმართველობაში;
1.5. ინფორმაციული სისტემების მართვა – DevSecOps ჩარჩო და მისი დანერგვის მოდელები, აპლიკაციების კოდის კომპონენტის უწყვეტი ინტეგრაციის პროცესი, მონიტორინგის სისტემების როლი მაღალი ხარისხის ციფრული პროდუქტების შექმნის პროცესში, კონტეინერიზირებული ინფრასტრუქტურები, თანამედროვე აიტი ინფრასტრუქტურის მართვა კოდის მეშვეობით, მაღალი დატვირთვის მქონე საწარმოო გარემოში ახალი ციფრული პროდუქტის გაშვების სტრატეგიები და მოდელების კვლევა;
1.6. კიბერუსაფრთხოება: კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საჭირო უახლესი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების კვლევა, მათი საქართველოში დანერგვისთვის საჭირო მოდელის ანალიზი, კიბერშეტევების მახასიათებლების გაანალიზება, კიბერშეტევებთან, კიბერომთან მიმართებით მოქმედი საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების ხელახალი განმარტების შესაძლებლობების სიღრმისეული კვლევა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მაგალითზე კიბერთავდაცვითი მექანიზმების განვითარების კვლევა;
1.7. მწვანე ტექნოლოგიები და მდგრადი ბიზნესი: განახლებადი ენერგიების დანერგვის მექანიზმების, პერსპექტივის და გამოწვევების კვლევა, ეკონომიკური ეფექტის, გარემოსდაცვითი და უსაფრთხოების საკითხების ანალიზი;
1.8. აგრარული ტექნოლოგიები: აგრიტექის უახლესი ტენდენციების კვლევა, აგრარულ სფეროზე ციფრული ტექნოლოგიების გავლენის შესწავლა და აგრარული მიმართულებით ციფრული ტრანსფორმაციის შესაძლებლობების ეკონომიკური ანალიზი;
1.9. განათლების ტექნოლოგიები: განათლების სივრცის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესის შესწავლა და თანამედროვე ტენდენციების საფუძველზე ციფრული საგანმანათლებლო პლატფორმების, მიდგომების სიღრმისეული კვლევა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ციფრული განათლების სტრატეგიული ხედვის შემუშავებას;
1.10. ქალთა როლის გაძლიერება ტექნოლოგიებში: სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების საფუძველზე ქალთა ტექნოლოგიურ პროცესებში ჩართულობის მაჩვენებლების შესწავლა, ქალთა როლის გაძლიერების მიზნით, შემუშავებული ინიციატივების სიღრმისეული კვლევა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
1.11. ჯანდაცვის ტექნოლოგიები: ჯანდაცვის სისტემაში ციფრული ტექნოლოგიების როლის, მათი განვითარების ტენდენციების სიღრმისეული კვლევა;
1.12. სამართლის ტექნოლოგიები: ციფრული მმართველობა, საჯარო სამსახურებში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება, ელექტრონული ხელმოწერები და ელექტრონული შტამპები, ტექნოლოგიების რეგულირების სამართლებრივი და საკანონმდებლო ბაზის დახვეწა, საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავება, ტექნოლოგიური სამართლის კვლევების განვითარება.
1.13. უსაფრთხოების კვლევები – ეროვნული უსაფრთხოება; ეროვნული თავდაცვა; პოლიტიკის მეცნიერებები; საერთაშორისო ურთიერთობები.
- კონკურსში მონაწილეობისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები და შერჩევის კრიტერიუმები:
2.1. კონკურსში მონაწილეობისას ბტუ-ში აკადემიური თანამდებობის დაკავება;
2.2 კონკურსანტების შერჩევისას მხედველობაში მიღებულ იქნას კანდიდატის მიერ ინდივიდუალური დატვირთვის სქემაში მითითებული აქტივობები და შერჩეულ კვლევით მიმართულებასთან კონკურსანტის კვალიფიკაციის შესაბამისობა.
- კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
3.1. I. – საკონკურსო საბუთების შესწავლის ეტაპი;
3.2. II.- კონკურსანტთა შეფასების ეტაპი (საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება);
- კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
- განცხადება რექტორის სახელზე ბტუ-ს ფორმით;
- შევსებული ინდივიდუალური დატვირთვა (სქემა);
- კონკურსანტის განახლებული CV (ბტუ-ს ფორმით), რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, მის მიერ შერჩეულ კვლევით მიმართულებასთან შესაბამისობა.
- კონკურსთან დაკავშირებული ვადები:
- კონკურსის შესახებ ინფორმაციის საჯარო გამოქვეყნება – არაუგვიანეს 13.10.2020;
- საკონკურსიო საბუთების მიღება: 31.10.2022 – 04.11.2022 (18:00 საათი);
- საკონკურსო კომისიის და საპრეტენზიო კომისიის შექმნა: 07.11.2022;
- კონკურსის I ეტაპი (საკონკურსო საბუთების შესწავლა): 08.11.2022-11.11.2022; (იხილეთ შეფასების სქემა )
- კონკურსის I ეტაპის შედეგების გამოცხადება: 14.11.2022;
- კონკურსის I ეტაპის შედეგების გასაჩივრება: 15.11.2022 (18:00 საათი);
- კონკურსის I ეტაპის შედეგების საპრეტენზიო განაცხადების განხილვა და შედეგების გამოცხადება: 18.11.2022;
- კონკურსის II ეტაპი (საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება): 21.11.2022-25.11.2022;
- კონკურსის საბოლოო შედეგების გამოცხადება: არაუგვიანეს 30.11.2022.
- საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების რეგლამენტი თითოეული კონკურსანტისთვის შეადგენს არაუმეტეს 20 წუთს;
- ინფორმაცია კონკურსის ჩატარების წესის და დამატებითი პირობები, შესავსები ფორმები, გასაუბრების განრიგი, საპრეტენზიო განცხადებების განხილვის განრიგი, კონკურსის შედეგები და სხვ. იხილეთ ბტუ-ს ვებგვერდზე (www.btu.edu.ge);
- საკონკურსო საბუთების და საპრეტენზიო განცხადებების წარდგენა ხდება ელ.ფორმით – ბტუ-ს ელ.ფოსტაზე ([email protected]) გაგზავნით;
- საკონკურსო საბუთების და საპრეტენზიო განცხადებების მიღებისა და დაინტერესებულ პირთა ინფორმირებისათვის სამუშაო დღეებია: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ–დან 18:00 სთ–მდე;
10. საკონკურსო საბუთების და საპრეტენზიო განცხადებების მიღების და კონკურსთან დაკავშირებით სხვა კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით, ელ.ფოსტა –
[email protected];