ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი იტალიის წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან – რომის საპიენცას უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადის.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი იტალიის წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან – რომის საპიენცას უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადის.
უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ნინო ენუქიძე, იპაციას გენდერული კვლევების სამეცნიერო ობსერვატორიის საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტის წევრი გახდა, რომლის ფარგლებშიც იგეგმება ქალთა გაძლიერების მიმართულებით ერთობლივი კვლევების, პროექტებისა და აქტივობების ინიცირება. თანამშრომლობას მხარს უჭერს და ერთობლივი პროექტების განხორციელებაში ჩართვის მზადყოფნას გამოთქვამს, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოც.