ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის, ARISA-ს წევრი გახდა
ARISA ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ Alliances for Innovation პროექტია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ცოდნისა და უნარების განვითარებას ეძღვნება ევროპის მასშტაბით და ეხმარება დაინტერესებულ ინსტიტუციებს, ტექნოლოგიურ ბიზნესებს და მთავრობებს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით პოლიტიკის შემუშავებაში; ასევე, ადამიანზე ორიენტირებული, სანდო და AI-ზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაში.
პარტნიორობის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ვალდებულებას იღებს ხელი შეუწყოს ხელოვნური ინტელექტის უნარების და კომპეტენციების განვითარებას და გაზრდას ქვეყნისა და რეგიონის მასშტაბით; ასევე, ხდება ალიანსის განუყოფელი ნაწილი, რათა ერთობლივი ძალისხმევით მოხდეს ხელოვნური ინტელექტის განათლების მომავლის ფორმირება და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება ევროპაში.
ალიანსის წევრები და პარტნიორები არიან: DIGITALEUROPE, Chamber of Commerce and Industry of Slovenia, IVSZ – ICT Association of Hungary, European Forum of Technical and Vocational Education and Training, AS BCS Koolitus, European DIGITAL SME Alliance, EXELIA, Associazione CIMEA, ASIIN Consult, University of Applied Sciences Utrecht, Budapest University of Technology, Digital Technology Skills Limited, University of Ljubljana, Adecco Formazione, Warsaw School of Computer Science, Global Knowledge Network France, Universidad Internacional De La Rioja.