ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ჩეხეთის, პოლონეთის, უნგრეთის, სლოვაკეთის უნივერსიტეტებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ვიშეგრადის ფონდის ახალი პრესტიჟული პროექტის განხორციელებას იწყებს.
Education4Entrepreneurship – მასშტაბური საერთაშორისო პროექტია მეწარმეობის მიმართულებით, რომელიც ვიშეგრადის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკებისა და გამოცდილების გაზიარებას, ასევე ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების შექმნაზე ფოკუსირებული საზაფხულო სკოლებისა და ინტენსიური კურსების ინსტიტუციურ განვითარებას ისახავს მიზნად.
პროექტის ფარგლებში დაიწყო განაცხადების მიღება ტრენერების ტრენინგის პროგრამაზე, რომელიც 2023 წლის სექტემბერში პრაღაში გაიმართება.
დამატებითი დეტალების გასაცნობად ეწვიეთ პროექტის ფარგლებში განვითარებულ სპეციალურ ვებ-გვერდს.