ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) 8 წლისაა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 8 წლის გახდა და საიუბილეო თარიღი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებთან ერთად აღნიშნა.
დაბადების დღის აღსანიშნავ ღონისძიებასთან ერთად, 600-მდე სტუდენტის გამოსაშვები ცერემონია გაიმართა.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 2016 წელს დაფუძნდა და დღეს ქვეყნის ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი, ინოვაციური და მაღალრეიტინგული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა.
უპრეცედენტო სასწავლო პროგრამები ბიზნესის, ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, ინოვაციური მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიები, Apple-ის ერთადერთი ავტორიზებული ტრენინგ ცენტრი საქართველოში, მაიკროსოფტის ლაბი, ამაზონის აკადემიის და ACCA-ს საერთაშორისო აკრედიტაციები, ლექტორთა აკადემია, სტუდენტთა დასაქმების უმაღლესი მაჩვენებელი, პარტნიორობა მსოფლიოს ტოპ უნივერსიტეტებთან – მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან და ჰარვარდთან, თანამშრომლობა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან, ეს და სხვა მიღწევები უნივერსიტეტს 8 წელიწადში დაუგროვდა.
უნივერსიტეტი საბაკალვრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის 10 აკრედიტებულ პროგრამას ახორციელებს, ჩარიცხული ჰყავს 10 000-მდე სტუდენტი, აქვს 100-ზე მეტი გაცვლითი პროგრამა და 500-მდე პარტნიორი ორგანიზაცია.
აღსაღნიშნავია, რომ უნივერსიტეტი თბილისის ცენტრში ახალ კამპუსსაც აშენებს და მის გახსნას წლის ბოლომდე გეგმავს. თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე არსებული უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გაფართოებულ ინფრასტრუქტურას მრავალფუნქციური სივრცეები, ახალი ლაბორატორიები, თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი აუდიტორიები, ბიბლიოთეკები და სხვა მულტიმედია ოთახები დაემატება. ახალი პროგრამები, პრეცედენტო პროექტები ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, პარტნიორობა მსოფლიოს მოწინავე ტექნოლოგიურ ბრენდებთან, საერთაშორისო თანამშრომლობა და მასშტაბური სამეცნიერო კვლევითი პროექტები 2025 წლიდან, BTU-ს ახალ კამპუსში განხორციელდება.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი არის პირველი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოში, სადაც AI გადაწყვეტილებების ინტეგრირება სასწავლო და ადმინისტრაციულ პროცესებში დაიწყო. ინოვაციური პლატფორმა BTU AI აერთიანებს საგანმანათლებლო, კვლევით, სატრენინგო და ანალიტიკურ მასალას, AI წიგნებს, AI ლექტორს, პოდკასტებს, სტატიებს და სხვა რესურსებს, რომელიც განათლების სრულიად განსხვავებულ და ახლებურ სტანდარტს ქმნის.