ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ტექნიკურ მხარდაჭერის სპეციალისტის (IT Support/junior) პოზიციაზე
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ტექნიკურ მხარდაჭერის სპეციალისტის (IT Support/junior) პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- ბტუ-ს შენობაში კომპიუტერული და სხვა საოფისე ტექნიკის ფიზიკური გამართვა;
- ბტუ-ს შენობაში ქსელურ ინციდენტებზე რეაგირება;
- ბტუ-ს შენობაში პროგრამული უზრუნველყოფის ინციდენტებზე რეაგირება;
- სხვადასხვა განყოფილების თანამშრომელთა ასისტირება კომპიუტერულ ტექნიკასთან ურთიერთობის საკითხებში;
- ელ-ფოსტის ანგარიშების შექმნა, რედაქტირება, ინციდენტებზე რეაგირება;
- აუდიტორიებში/სხვა სასწავლო სივრცეებში კომპიუტერული ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, ინიცდენტებზე რეაგირება;
- აუდიტორიებში და სხვა სასწავლო სივრცეებში პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალირება და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, ინციდენტებზე რეაგირება;
- Google Workspace ქვედა დონის ადმინისტრირება;
- ქსელური და სერვერული მოწყობილობების მონტაჟი დემონტაჟი;
- ქსელური და სერვერული მოწყობილობების ფიზიკური მდგომარეობის მონიტორინგი.
- სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც გამომდინარეობს სამსახურის ფუნქციებიდან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- IT-ის სფეროში უმაღლესი (არანაკლებ ბაკალავრიატში სწავლების მეორე აკადემიური წელი)/სპეციალური/პროფესიული განათლება ან სპეციალური მომზადება ან კომპიუტერულ ტექნიკასთან, პროგრამულ უზრუნველყოფასთან ან სისტემების ადმინისტრირებასთან მუშაობის გამოცდილება (ან შესაბამისი პრაქტიკული უნარების დემონსტრირება);
- ან ბტუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურში სტაჟირების წარმატებით გავლა
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.
პერსონალის შერჩევის ეტაპებია:
- რეზიუმეს გადარჩევა;
- გასაუბრება;
- დავალების შესრულება.
სამუშაო ადგილიდა პირობები:
- სამუშაო ადგილი – ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N82
- სამუშაო განრიგი – სრული
- შრომის ანაზღაურება – 1000 ლარი (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გარეშე)
შრომის ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად.
- დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე – [email protected];
- გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება;
- რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 4 აპრილი;
- დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით [email protected]
შენიშვნა:
– ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაუკავშირდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს;
– პირის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება შესაძლებელია განხორციელდეს სხვა ვაკანსიებზე მისი კანდიდატურის განხილვის მიზნით მონაცემების გამოგზავნიდან 6 თვის განმავლობაში, ხოლო შენახვა უნივერსიტეტის ავტორიზაციის, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მიზნებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადით.