ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას სტუდენტთა ფინანსური მომსახურების კოორდინატორის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- სტუდენტთა სწავლის საფასურის გადახდის კონტროლი;
- ფინანსურ საკითხებზე სტუდენტებთან კომუნიკაცია;
- სტუდენტების ბალანსების კონტროლი;
- შემოსულ მეილებზე და საქმისწარმოების ელეტრონულ სისტემაში შემოსულ წერილებზე რეაგირება ვადების დაცვით;
- ინვოისების მომზადება და გაგზავნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება და ანალოგიური ფუნქციების შესრულების გამოცდილება (არანაკლებ 1 წელი);
- ან უმაღლესი ფინანსური განათლება;
- Ms Excel-ში მუშაობის უნარის ფლობა.
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.
პერსონალის შერჩევის ეტაპებია:
- რეზიუმეს გადარჩევა;
- გასაუბრება.
სამუშაო ადგილიდა პირობები:
- სამუშაო ადგილი – ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N82
- სამუშაო განრიგი – მოქნილი, ჰიბრიდული
- შრომის ანაზღაურება – შეთანხმებით
შრომის ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად.
- დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე – [email protected];
- გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება;
- რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 10 ივლისი;
- დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით [email protected]
შენიშვნა:
– ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაუკავშირდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს;
– პირის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.