ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის კოორდინატორის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- სამაგისტრო და სადოქტორო უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის, მათ შორის მობილობის, ხელშეკრულებების გაფორმების პროცესების საორგანიზაციო და საინფორმაციო უზრუნველყოფა;
- სამაგისტრო და სადოქტორო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებით სასწავლო/შეფასების პროცესის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესის ადმინისტრირება, აუცილებელი საორგანიზაციო, საინფორმაციო და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
- მაგისტრანტთა და დოქტორანტთა ადმინისტრაციული და საინფორმაციო მხარდაჭერა;
- სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების დაცვის პროცესის ადმინისტრირება;
- სამაგისტრო და სადოქტორო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში კვალიფიკაციის მინიჭების საკითხის შემსწავლელი კომისიების მუშაობის მხარდაჭერა;
- ვრცლად იხილეთ ბმულზე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში მუშაობის/ანალოგიური ფუნქციის შესრულების არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
- კომპიუტერის საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
საკანონმდებლო აქტების ცოდნა:
- უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი;
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანება „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“;
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანება „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“.
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.
პერსონალის შერჩევის ეტაპებია:
- რეზიუმეს გადარჩევა;
- გასაუბრება.
შრომის ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით 1000-1500 ლარამდე, კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გარეშე.
- დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე – [email protected];
- გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება;
- რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 29 მაისი;
- დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით [email protected]