ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას საგამოცდო პროცესის დამკვირვებელის პოზიციაზე
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას საგამოცდო პროცესის დამკვირვებელის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობა:
ბტუ-ში მიმდინარე გამოცდების მონიტორინგი (გამოცდები ტარდება ძირითადად კომპიუტერებთან)
ძირითადი მოვალეობების დეტალური აღწერა:
ა) გამოცდის ჩატარების ადგილზე გამოცხადდეს გამოცდის დაწყებამდე 30 წუთით ადრე;
ბ) გამოცდის დაწყებამდე სტუდენტებს გააცნოს წესები, რომლებიც მათ უნდა დაიცვან გამოცდის მიმდინარეობის პროცესში;
გ) შესაბამის უწყისში, რეგისტრაციაში გაატაროს სტუდენტები და მათი ხელმოწერით დააფიქსიროს გამოცდაზე გამოცხადება;
დ) თვალყური ადევნოს გამოცდის მიმდინარეობას და ბტუ-ს შინაგანაწესით განსაზღვრული დარღვევის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები;
ე) გამოცდიდან სტუდენტის მოხსნის ან გაფრთხილების მიცემის საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, შეავსოს ოქმი, შესაბამისი მიზეზის დაკონკრეტებით;
ვ) უპასუხოს სტუდენტს მხოლოდ პროცედურულ და ტექნიკურ საკითხებზე;
ზ) საგამოცდო დროის ამოწურვამდე მოახდინოს სტუდენტების ინფორმირება დარჩენილი საგამოცდო დროის შესახებ;
თ) იმ შემთხვევაში, თუ გამოცდა იწერება ფურცლებზე, უზრუნველყოს საგამოცდო ნამუშევრების დარიგება სტუდენტებისათვის. საგამოცდო დროის ამოწურვისთანავე ჩამოართვას სტუდენტებს ნაშრომები და გადასცეს შესაბამის სამსახურს
პიროვნული უნარები:
- პუნქტუალური, პასუხისმგებლიანი, მოწესრიგებული, მოტივირებული, დეტალებზე ორიენტირებული, ყურადღებიანი
უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომელთაც უდასტურდებათ:
- კომპიუტერის საოფისე პროგრამების ფლობა;
- სამუშაო გამოცდილება საკონკურსო მიმართულებით ან/და დამსაქმებლის რეკომენდაცია
სამუშაო დატვირთვის პერიოდი:
ძირითადი დატვირთვა 1 კვირა შუალედური გამოცდები და 2 კვირა დასკვნითი გამოცდები (5-12 ნოემბერი, 8-21 იანვარი), არასრული დატვირთვა – საკონტროლო წერებსა და ქვიზებზე, პერიოდულად დატვირთვა კვირა დღეებში.
პერსონალის შერჩევის ეტაპებია:
- რეზიუმეს გადარჩევა;
- გასაუბრება.
დამატებითი ინფორმაცია:
- დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე – [email protected];
- გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება;
- რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 15 ოქტომბერი;
- დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით [email protected]
შენიშვნა: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაუკავშირდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს