,,ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი“ აცხადებს ვაკანსიას რექტორის ასისტენტის პოზიციაზე
,,ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი“ აცხადებს ვაკანსიას
რექტორის ასისტენტის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- რექტორის შეხვედრების კოორდინაცია, დოკუმენტირების უზრუნველყოფა, რექტორის გადაწყვეტილებების ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
- რექტორის სახელზე მიღებულ მომართვებზე წერილობითი რეაგირება, შესაბამისი დოკუმენტების მომზადება და წარდგენა;
- სატელეფონო და ელექტრონულ პლატფორმებზე შეტყობინებების მიღება, უკუკავშირის მომზადება, რექტორთან შეთანხმებით წარდგენა;
- რექტორის საქმიანი კალენტრის წარმოება;
- რექტორის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება;
- უფლებამოსილების ფარგლებში უნივერსიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობა;
- რექტორის მიერ დაკისრებული სხვადასხვა მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- არანაკლებ ბაკალავრის ხარისხი;
- ინგლისური ენის ფლობა (არანაკლებ C1 დონე);
- კომპიუტერის საოფისე პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
- ქართულ და ინგლისურ ენაზე გამართულად წერა.
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.
პერსონალის შერჩევის ეტაპებია:
- რეზიუმეს გადარჩევა;
- გასაუბრება.
შრომის ანაზღაურება 1000 ლარი, კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გარეშე.
- დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე – [email protected];
- გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება;
- რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 20 ივნისი;
- დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით [email protected]