მოწვეული სპეციალისტი – ინფორმაციული სისტემების ანალიზი და დაპროექტება
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას მოწვეული სპეციალისტის პოზიციაზე
სასწავლო კურსი – ინფორმაციული სისტემების ანალიზი და დაპროექტება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ვაკანსიის სფეროს შესაბამისი არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია სწავლების არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება (სწავლების გამოცდილების არქონის შემთხვევაში, საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, მოითხოვოს დამატებით საჩვენებელი ლექციის ჩატარება).
პერსონალის შერჩევის ეტაპებია:
- რეზიუმეს გადარჩევა;
- გასაუბრება/საცდელი ლექციის ჩატარება.
შრომის ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით, შეთანხმებით.
- დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია შემდეგ მისამართზე [email protected]:
– რეზიუმე/CV ქართულ ენაზე;
– უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი/ასლები;
– პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
– ცნობა ვაკანსიის სფეროს შესაბამისი არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილების
შესახებ (პროფესიული გამოცდილება);
– ცნობა ვაკანსიის სფეროს შესაბამისი მიმართულებით სწავლების გამოცდილების შესახებ
(არსებობის შემთხვევაში);
– დარგობრივი სერტიფიკატები (არსებობის შემთხვევაში). - გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება;
- რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 07თებერვალი, 2024 წელი;
- დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით [email protected].
– ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაუკავშირდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს;
– პირის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.