ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე
“ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი” აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- სხვადასხვა პლატფორმებისთვის ინფორმაციის გენერირება, განახლება;
- სოციალური მედიისთვის ინფორმაციის გენერირება;
- BTU-ს მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
- BTU-ს სოციალური მედია კამპანიის დაგეგმვისა და განხორციელებაში მონაწილეობა;
- დაინტერესებული მხარეებისთვის BTU-ს საგანმანათლებლო საქმიანობის, დაგეგმილი ღონისძიებების და პროექტების შესახებ ინფორმაციის მაქსიმალური საჯაროობის და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
- უნივერსიტეტში არსებული სასწავლო პროგრამების და პროექტების შესახებ პრეზენტაციების ჩატარება და სხვა მარკეტინგული აქტივობების განხორციელება;
- BTU-ს ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა;
- უნივერისტეტის ვებ გვერდის ადმინისტრირება და სისტემატიური განახლება;
- ქართულ და უცხოურ მედიასთან კომუნიკაციის წარმართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან მენეჯმენტის მიმართულებით);
- მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა;
- აუცილებელია საოფისე პროგრამების (WORD/EXCEL/PPT) ცოდნა;
- უპირატესობად ჩაითვლება სტუდენტებთან მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელური;
- ენერგიული;
- ორგანიზებული;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე – [email protected] და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
CV-ების მიღების ბოლო ვადაა 23 ივლისი.