ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობა:
ბტუ-ს კვლევების ცენტრის ხელმძღვანელობა, ბტუ-სთვის პრიორიტეტულ მიმართულებებში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და საერთაშორისო სივრცეში ბტუ-ს ინტეგრირების ხელშეწყობა.
ძირითადი მოვალეობების დეტალური აღწერა:
- ბტუ-ს სამეცნიერო, კვლევით და სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობის უზრუნველყოფა და პირობების შექმნა ბტუ-ს სამეცნიერო, ტექნიკური, სასწავლო-მეთოდური პოტენციალის სრულად გამოყენებისა და განვითარების მიზნით;
- საგანმანათლებლო პროგრამების სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის განხორციელების ხელშეწყობა, სასწავლო პროცესში მეცნიერების მიღწევების დანერგვა და ცენტრის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შედეგების იმპლემენტაცია;
- ბტუ-სთვის პრიორიტეტულ მიმართულებებში პარტნიორების/დონორების მოძიება ერთობლივი საგრანტო პროექტების განხორციელების მიზნით;
- ბტუ-ში კვლევების ეფექტიანობის, ბტუ-ს პერსონალის და კვლევებში ჩართული სტუდენტების კვალიფიკაციისა და ბტუ-ში მომზადებული სამეცნიერო-კვლევითი პროდუქტის ხარისხის გაზრდა;
- სამეცნიერო-კვლევებსა და პროექტებში ბტუ-ს პერსონალისა და სტუდენტების ჩართვა, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების მომზადების ხელშეწყობა;
- ცოდნის გავრცელების მიზნით კონფერენციების, სემინარების, პრეზენტაციების და სხვ. ღონისძიებების ჩატარება, სამეცნიერო კრებულების, მონოგრაფიების, სტატიების, სახელმძღვანელოების მომზადება და მომზადების ხელშეწყობა;
- ბტუ-ს მიერ გამოცემული სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის/კრებულის/სხვ. სარედაქციო კოლეგიის საქმიანობის საორგანიზაციო, საინფორმაციო და ტექნიკური უზრუნველყოფა, სარედაქციო კოლეგიის დოკუმენტების მომზადება და შესაბამისი საქმისწარმოება;
- ბტუ-ს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პოპულარიზაცია და კომერციალიზაცია;
- ბტუ-ს საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი მიმართულების გაძლიერებასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის განხორციელება.
პიროვნული უნარები:
- პუნქტუალური, პასუხისმგებლიანი, ორგანიზებული, მოტივირებული, დეტალებზე ორიენტირებული, ყურადღებიანი, კოლეგიალური, კომუნიკაბელური
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
- სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოცემული სამეცნიერო ნაშრომები და/ან საერთაშორისო რეფერირებად რეცენზირებად, იმპაქტფაქტორის მქონე, დარგობრივ საერთაშორისო სამეცნიერო, შესაბამის საერთაშორისო კლასიფიკატორში დაფიქსირებულ რეფერირებად/რეცენზირებად ელექტრონულ ან ბეჭდურ ჟურნალში და/ან საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალებში ავტორობით ან თანაავტორობით გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციები;
- კვლევითი პროექტების ხელმძღვანელობის გამოცდილება;
- ინგლისური/გერმანული/ფრანგული ენის ფლობა არანაკლებ C1 დონე (გერმანული/ფრანგული ენების შემთხვევაში სასურველია ინგლისური ენის ფლობა არანაკლებ B1 დონეზე).
პერსონალის შერჩევის ეტაპებია:
- რეზიუმეს გადარჩევა;
- გასაუბრება.
დამატებითი ინფორმაცია:
- დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე – [email protected];
- გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება;
- რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 18 დეკემბერი;
- დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით [email protected]
შენიშვნა:
– ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაუკავშირდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს;
– პირის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.