ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას კარიერული განვითარების ცენტრის უფროსის პოზიციაზე
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას კარიერული განვითარების ცენტრის უფროსის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- ბტუ-ს სტუდენტების კარიერული განვითარებისთვის აუცილებელი სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება;
- ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება;
- ბტუ-ს სტუდენტების ხელშეწყობა დასაქმებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებაში;
- ბტუ-ს სტუდენტებისთვის კონსულტაციის გაწევა კარიერული განვითარების საკითხებზე;
- მონაცემების შეგროვება ბტუ-ს კურსდამთავრებულთა დასაქმების და კარიერის განვითარების შესახებ, დასაქმებულ სტუდენტთა ბაზის შექმნა, კურსდამთავრებულებთან კავშირის დამყარება და კომუნიკაცია, კურსდამთავრებულთა კარიერული წინსვლის ხელშეწყობის მიზნით მათი მოლოდინების/საჭიროებების შესწავლა, კურსდამთავრებულთა ინფორმირება კარიერული განვითარების მიმართულებით ბტუ-ში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ;
- დასაქმებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებისთვის სტუდენტებისთვის სხვადასხვა ტრენინგების ორგანიზება/ორგანიზებაში მონაწილეობა;
- რეკომენდაციების მომზადება წარმატებული დასაქმების მაგალითების შესახებ და მისი გავრცელება ელექტრონული საშუალებებით;
- პოტენციურ დამსაქმებლებთან მუდმივი კავშირის უზრუნველყოფა;
- ორგანიზაციების მონაწილეობით დასაქმებისა და კარიერული განვითარების ღონისძიებების ჩატარება;
- ცენტრის კომპეტენციის სფეროს შესაბამისად დაინტერესებულ პირთა აზრის შესწავლა;
- სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც ემსახურება დასაქმების და კარიერული შესაძლებლობების განვითარებას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- ანალოგიური ფუნქციების შესრულების გამოცდილება (არანაკლებ 1 წელი);
შენიშვნა:
შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს:
- რომელთაც ექნებათ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ანალოგიური ფუნქციების შესრულების გამოცდილება;
- ფლობენ ინგლისურ ენას (B2 დონე);
- ფლობენ Ms Excel-ში მუშაობის უნარს.
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.
პერსონალის შერჩევის ეტაპებია:
- რეზიუმეს გადარჩევა;
- გასაუბრება.
სამუშაო ადგილი და პირობები:
- სამუშაო ადგილი – ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N82
- სამუშაო განრიგი – 09:00-17:00 ან 10:00-18:00
- შრომის ანაზღაურება – შეთანხმებით
დამატებითი ინფორმაცია:
- დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე – [email protected];
- გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება;
- რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 10 თებერვალი;
- დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით [email protected]
შენიშვნა:
– ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაუკავშირდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს;
– პირის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მონაცემების გამოგზავნიდან 6 თვის განმავლობაში, ხოლო შენახვა კანონმდებლობით დადგენილი ვადით.