ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას კანცელარიის სამსახურის კოორდინატორის (ცხელი ხაზის ოპერატორი) პოზიციაზე
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას კანცელარიის სამსახურის კოორდინატორი (ცხელი ხაზის ოპერატორი) პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი მომსახურების გაწევა;
- საჭიროებისამებრ გამავალი ზარების განხორციელება;
- შემოსული და გასული ზარების პროგრამული აღრიცხვა;
- ცხელ ხაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მიღებული მონაცემების სტატისტიკის წარმოება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
- საქმისწარმოების ერთიანი წესისა და სხვა მოქმედი ნორმატივების შესაბამისად კორესპოდენციის დადგენილ ვადაში ადრესატისათვის დროული მიწოდება;
- სამსახურის უფროსის მიერ დაკისრებული სხვადასხვა მოვალეობების შესრულება, სამსახურისათვის დელეგირებული ამოცანების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- არანაკლებ ბაკალავრის ხარისხი;
- ანალოგიური ფუნქციის შესრულების არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომელთაც უდასტურდებათ:
- კომპიუტერის საოფისე პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
- ინგლისური და რუსული ენების ფლობა.
პიროვნული თვისებები:
- გამართული მეტყველება;
- მიღებული ინფორმაციის ოპერატიულად დამუშავების უნარი;
- შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
პერსონალის შერჩევის ეტაპებია:
- რეზიუმეს გადარჩევა;
- გასაუბრება.
შრომის ანაზღაურება 600 – 800 ლარი, (კომპეტენციისა და გამოცდილების შესაბამისად) კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით.
- დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე – [email protected];
- გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება;
- რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 16 ოქტომბერი;
- დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით [email protected]
შენიშვნა: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაუკავშირდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს