ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას კანცელარიის სამსახურის კოორდინატორის პოზიციაზე
“ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი” აცხადებს ვაკანსიას კანცელარიის სამსახურის კოორდინატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი მომსახურების გაწევა;
** საჭიროებისამებრ გამავალი ზარების განხორციელება;
** სხვადასხვა ტიპის სტატისტიკის წარმოება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
** საქმისწარმოების ერთიანი წესისა და სხვა მოქმედი ნორმატივების შესაბამისად კორესპონდენციის დადგენილ ვადაში ადრესატისათვის დროული მიწოდება;
** სამსახურის უფროსის მიერ დაკისრებული სხვადასხვა მოვალეობების შესრულება, სამსახურისათვის დელეგირებული ამოცანების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** არანაკლებ ბაკალავრის ხარისხი;
** ანალოგიური ფუნქციის შესრულების არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომელთაც უდასტურდებათ:
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა.
პიროვნული თვისებები:
** გამართული მეტყველება;
** მიღებული ინფორმაციის ოპერატიულად დამუშავების უნარი;
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.
პერსონალის შერჩევის ეტაპებია:
** რეზიუმეს გადარჩევა;
** გასაუბრება.
შრომის ანაზღაურება 900 ლარი, კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე – [email protected]; გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 8 ივნისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით [email protected]