ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას იურიდიული სამსახურის კოორდინატორის პოზიციაზე
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას იურიდიული სამსახურის კოორდინატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** იურიდიული ხასიათის დოკუმენტების შემუშავება;
** იურიდიული საქმიანობის მეთოდური ხელმძღვანელობა;
** სტრუქტურულ ერთეულებში სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტების მომზადებასა და გაფორმებაში მონაწილეობა და გამოვლენილი შეუსაბამობების აღმოფხვრის მიზნით წინადადებების შემუშავება;
** პრეტენზიების განხილვა, პასუხის მომზადება, ბტუ-ს წარმომადგენლობა სასამართლოში, ბტუ-ს საქმიანობაში წარმოქმნილ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით დასკვნების მომზადება/რეკომენდაციების გაწევა;
** ბტუ-ში დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხების შესწავლა, განხილვა და საქართველოს კანონმდებლობასთან მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** ხელშეკრულებების შედგენა/მომზადება, რევიზია;
** სხვა ფუნქციების შესრულება, რაც დაკავშირებულია სამართლებრივ პროცესებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
საკანონმდებლო აქტების ცოდნა:
** უმაღლესი განათლების მარეგულირებელი აქტები;
** საქართველოს კანონი – მეწარმეთა შესახებ;
** საქართველოს ორგანული კანონი – შრომის კოდექსი;
** საქართველოს ორგანული კანონი – შრომის უსაფრთხოების შესახებ;
** საქართველოს კანონი – პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ;
** საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ;
** საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
** საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
** საქართველოს საგადასახადო კოდექსი.
პიროვნული თვისებები:
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** პერსონალის შერჩევის ეტაპებია:
** რეზიუმეს გადარჩევა;
** გასაუბრება;
** დავალების შესრულება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე – [email protected] და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 28 იანვარი.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით [email protected]
ტელ: 591 992 991