ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ინფრასტრუქტურის სამსახურის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერა:
- ინფრასტრუქტურის (ბტუ-ს შენობა-ნაგებობები, მიმდებარე ტერიტორიის, ინვენტარი, სხვ.) და აღჭურვილობის მდგომარეობის და ექსპლუატაციის კონტროლი (კომპეტენციის ფარგლებში);
- ბტუ-ს მატერიალურ-ტექნიკური რესურსების, მათი ექსპლუატაციის, მომსახურების, უსაფრთხოების და სანიტარული ნორმების შესრულების (ყოველდღიური, ექსპლუატაციის საწყის პერიოდში, შუალედური, სეზონური და ა.შ.) უზრუნველყოფა; შეკეთების (მიმდინარე, კაპიტალური) და პროფილაქტიკის მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმების განხორციელების ორგანიზება,
- ბტუ-ში უსაფრთხოების კონტროლი (ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარის, ვიდეოკონტროლის მოწყობილობების, გასასვლელების მდგომარეობა, სხვ.);
- ინფრასტრუქტურის და აღჭურვილობის შეკეთებისთვის აუცილებელი სათადარიგო მასალების შეძენა ბტუ-ში დადგენილი შესყიდვების პროცედურის შესაბამისად;
- ტექნიკური მომსახურების, შეკეთებისა და პროფილაქტიკური სამუშაოების აღრიცხვა, კონტროლი სამუშაოს დროულად შესრულებაზე;
ძირითადი მოთხოვნები: სამუშაო გამოცდილება (აუცილებელია);
- სასურველი უნარ-ჩვევები:
- თავაზიანი;პასუხისმგებლობიანი;
- დისციპლინირებული;
- მოწესრიგებული;
- ენერგიული;
- შრომისმოყვარე;
- პუნქტუალური.
ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაო გრაფიკი: სრული
განაცხადის მიღების ბოლო ვადა – 2021 წლის 31 ოქტომბერი.