ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას განვითარების სამსახურის კოორდინატორის პოზიციაზე
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას განვითარების სამსახურის კოორდინატორის (საერთაშორისო პროექტების მართვა) პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** უზრუნველყოს ინოვაციური იდეების ხელშემწყობი პროექტების შემუშავება (საგრანტო განაცხადების შევსება) სამსახურის ფარგლებში;
** უზრუნველყოს დროული და მკაფიო კომუნიკაცია მონაწილე მხარეებთან;
** უზრუნველყოს პროექტების განსახორციელებლად გამოყოფილი ბიუჯეტის შესრულება და ანგარიშგება;
** მოახდინოს პროექტების სამუშაოების მუდმივი მონიტორინგი, პროგრესის ანალიზი და მოამზადოს შესაბამისი ანგარიში;
** განსაზღვროს საჭირო რესურსები ან/და საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს არგუმენტირება რესურსების ცვლილებასთან მიმართებაში;
** მოახდინოს პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციების და მოვალეობების განაწილება;
** მოახდინოს უნივერსიტეტში მიმდინარე პროექტების მართვა და მონიტორინგი;
** შეიმუშაოს საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტების მართვის გეგმა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** არანაკლებ ბაკალავრის ხარისხი;
** ინგლისური ენის ფლობა (არანაკლებ B2 დონე);
** ანალოგიური ფუნქციების შესრულების გამოცდილება;
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.
პერსონალის შერჩევის ეტაპები:
** რეზიუმეს გადარჩევა;
** გასაუბრება.
შრომის ანაზღაურება 1000 ლარი, კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გარეშე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე – [email protected]; გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 18 მაისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით [email protected]