ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის კოორდინატორის პოზიციაზე
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას
განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის კოორდინატორის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- უზრუნველყოს ტექნოლოგიებში ქალთა როლის გაძლიერების ხელშემწყობი პროექტების შემუშავება (საგრანტო განაცხადების შევსება) სამსახურის ფარგლებში;
- უზრუნველყოს დროული და მკაფიო კომუნიკაცია პროექტის მონაწილე მხარეებთან;
- უზრუნველყოს პროექტების განსახორციელებლად გამოყოფილი ბიუჯეტის შესრულება და ანგარიშგება;
- მოახდინოს პროექტების სამუშაოების მუდმივი მონიტორინგი, პროგრესის ანალიზი და მოამზადოს შესაბამისი ანგარიში;
- მოახდინოს პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციების და მოვალეობების განაწილება;
- მოახდინოს უნივერსიტეტში მიმდინარე ქალთა გაძლიერების პროექტების მართვა და მონიტორინგი;
- შეიმუშაოს საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტების მართვის გეგმა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- არანაკლებ მაგისტრის ხარისხი;
- ინგლისური ენის ფლობა (არანაკლებ B2 დონე);
- პროექტების ადმინისტრირების გამოცდილება (არანაკლებ 2 წელი);
- კომპიუტერის საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.
პერსონალის შერჩევის ეტაპებია:
- რეზიუმეს გადარჩევა;
- გასაუბრება.
შრომის ანაზღაურება 2000 ლარი, კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გარეშე.
- დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე – [email protected];
- გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება;
- რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 29 თებერვალი;
- დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით [email protected]
შენიშვნა:
– ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაუკავშირდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს;
– პირის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.