ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის კოორდინატორის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
1. ბტუ-სთვის პრიორიტეტულ მიმართულებებში პარტნიორების მოძიება, ბტუ-სპროექტებისთვის დონორების მოძიება;
2. ინფორმაციას მოძიება და გავრცელება ბტუ-ს პარტნიორ-დაწესებულებათა და სხვა იურიდიულ/ ფიზიკურ პირთა მიერ დაგეგმილი კონფერენციების/სემინარების/პროექტების პროგრამების ან სხვ. შესახებ;
3. ბტუ-ს პროექტებში ბტუ-ს პერსონალის, სტუდენტების და გარე ბენეფიციარების ჩართულობის გაზრდა, ახალგაზრდა კადრების მომზადების ხელშეწყობა;
4. საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა უნივერსიტეტებთან საქმიანი კონტაქტების დამყარება;
5. საერთაშორისო საუნივერსიტეტო ქსელებში და საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში ბტუ-ს გაწევრიანებისთვის მიმდინარე სამუშაოების განხორციელება, პროცესების ადმინისტრირება საჭიროებისამებრ;
6. ბტუ-ს საგანმანათლებლო საქმიანობის, დაგეგმილი ღონისძიებების, პროექტების და სხვ. შესახებ ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა;
7. კომპეტენციის სფეროს შესაბამისად ბტუ-ს ვებ-გვერდზე განსათავსებლად ინფორმაციის მომზადება, ბტუ-ს საერთაშორისო საქმიანობის ამსახველი საინფორმაციო ბუკლეტების და სხვა პოლიგრაფიული ნაწარმის მომზადებაში მონაწილეობა, ბტუ-ს სახელით ოფიციალური მიმართვების, განცხადებების და სხვ. პროექტების მომზადება;
8. საერთაშორისო დონის ღონისძიებების, უცხოეთის პარტნიორებთან ერთობლივი პრესკონფერენციების, ბრიფინგების, ინტერვიუს, სემინარების, ტრეინინგების და სხვ. ჩატარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვა, პროექტების მომზადება, ამ ღონისძიებების საინფორმაციო-საორგანიზაციო უზრუნველყოფა;
9. ბტუ-ს პერსონალის, სტუდენტების და გარე ბენეფიციარების კონსულტირება და მათთვის დახმარების გაწევა:
10. სამსახურის კომპეტენციის სფეროს შესაბამისად დაინტერესებულ პირთა აზრის შესწავლა და მონაცემების პირველადი დამუშავება;
11. სხვადასხვა პროექტის განხორციელების მიზნით საქართველოს და უცხოეთის ორგანიზაციებთან კავშირების დამყარება, პარტნიორებთან დადებული ხელშეკრულებების შესრულებაში ბტუ-ს პერსონალის, სტუდენტების და გარე ბენეფიციარების ჩართვა;
12. ბტუ-ში სხვადასხვა ტიპის პროექტების განხორციელების ადმინისტრირება: პროექტის შესრულების შუალედური და დასკვნითი ანგარიშების მიღება, მომზადება, შემოწმება და შენახვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- არანაკლებ ბაკალავრის ხარისხი;
- ინგლისური ენის ფლობა (არანაკლებ B2 დონე);
- ანალოგიური ფუნქციების შესრულების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- კომპიუტერის საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.
პერსონალის შერჩევის ეტაპებია:
- რეზიუმეს გადარჩევა;
- გასაუბრება.
შრომის ანაზღაურება 1200-1500 ლარი, კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გარეშე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე – [email protected];
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება;
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 15 აგვისტო, 2023 წელი;
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით [email protected]