ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულეტეტის კოორდინატორის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
– მონაწილეობა მიიღოს შემდეგ პროცესებში: საგანმანათლებლო პროგრამების და
ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შემუშავება; მაგისტრანტობის
კანდიდატებისთვის სპეციალობაში გამოცდის ან/და სხვა საგანში/საგნებში
საგამოცდო საკითხების მომზადების კოორდინირება; სპეციალობათა და
სპეციალიზაციების ჩამონათვალის შემუშავება; ფაკულტეტის საგანმანათლებლო
პროგრამებზე ვაკანტური ადგილების რაოდენობის გამოთვლა, კოეფიციენტების
დადგენა ერთიანი ეროვნული გამოცდების ცალკეული საგნისთვის, წინადადებების
შემუშავება საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტის მინიჭების ან
არმინიჭების, გამოცდისთვის/გამოცდებისთვის კოეფიციენტების მინიჭებისა და
საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეული ნაწილისთვის კოეფიციენტების
განსაზღვრის შესახებ; წინადადებების შემუშავება საერთო სამაგისტრო გამოცდის
ტესტის ცალკეული ნაწილისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით განსაზღვრული მინიალური კომპეტენციის ზღვარის გაზრდის შესახებ;
ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება და ანგარიშის
მომზადებაფაკულტეტზე ჩატარებული სამუშაოს შესახებ;
– მონაწილეობა მიიღოს ფაკულტეტის დამხმარე სტრუქტურული ერთეულების
საქმიანობაში, სტუდენტთა აკადემიური მოსწრების და პროგრამების
განმახორციელებელთა სარეიტინგო სიების შედგენაში;
– თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს სტუდენტების, ფაკულტეტის
პერსონალის ან სხვა დაინტერესებული პირის განცხადებები და მოამზადოს პასუხის
პროექტი;
– კოორდინირება გაუწიოს აკადემიური ხარისხის (კვალიფიკაციების) მინიჭების
საკითხის შემსწავლელ, კრედიტების (განათლების) აღიარების, საჯარო დაცვების,
შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების/ტესტირების ჩატარების, საპრეტენზიო და სხვა
კომისიების, ჯგუფების და სხვ. მუშაობას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება;
ინგლისური ენის ფლობა (არანაკლებ B1 დონე);
ანალოგიური ფუნქციების შესრულების გამოცდილება (არანაკლებ 1 წელი);
კომპიუტერის საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ანალიტიკური აზროვნება;
სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.
პერსონალის შერჩევის ეტაპებია:
რეზიუმეს გადარჩევა;
გასაუბრება.
შრომის ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV ქართულ ენაზე შემდეგ
მისამართზე – [email protected];
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება;
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 13 მაისი;
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით [email protected]
შენიშვნა:
– ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაუკავშირდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ
კანდიდატებს;
– პირის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების
დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე.
რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება
მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის
დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი
პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ
აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი
უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების
დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი
სახით.