ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ბიბლიოთეკის სამსახურის უფროსის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
1. ბიბლიოთეკის სამსახურის ფუნქციონირების კოორდინაცია, საქმიანობის დაგეგმვა და ანგარიშგება;
2. არსებული კოლექციების ორგანიზება, გამდიდრება და განვითარება ბტუ-ს საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობის შესაბამისად;
3. უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო, სამეცნიერო და კვლევითი პროცესების ხელშეწყობა; სწავლისა და კვლევის ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა თანამედროვე საინფორმაციო
რესურსების დანერგვის გზით;
4. ინოვაციური პროცესების დანერგვისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის და მასში სოციუმის ჩართულობის ხელშეწყობა;
5. კავშირების დამყარება, გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლა/გაზიარება;
6. ბტუ-ს აკადემიური, მოწვეული პერსონალის, სტუდენტების და სხვ. მომსახურება, მკითხველთა ინფორმირება ბიბლიოთეკით სარგებლობის წესის შესახებ;
7. არსებულ და ახალ სამეცნიერო ბაზებთან წვდომის ხელშეწყობა, ელექტრონული რესურსების (მათ შორის, ანტიპლაგიატის ელექტრონული პროგრამის) გამოყენების ადმინისტრირება და
გამოყენების ხელშეწყობა, საინფორმაციო შეხვედრების, ტრეინინგების ორგანიზების გზით;
8. საბიბლიოთეკო ფონდების დაკომპლექტება, ინვენტარიზაცია, ელ.კატალოგის შედგენა, საბიბლიოთეკო რესურსებზე კონტროლი, ინფორმაციის ასახვა ბიბლიოთეკის საძიებო სისტემაში;
9. საბიბლიოთეკო ფონდების შევსება-განახლება, ფონდების მდგომარეობის კონტროლი, დაზიანებული სახელმძღვანელოების, აუდიო-ვიდეო, საილუსტრაციო მასალების, სხვ. ფონდებიდან ამოღება;
10. ბიბლიოთეკის ფონდების მომხმარებელთა ინტერესების და მოთხოვნების შესწავლა; სამსახურის კომპეტენციის სფეროს შესაბამისად დაინტერესებულ პირთა აზრის შესწავლა;
11. საბიბლიოთეკო ფონდების რესურსებით საგანმანათლებლო პროგრამების, კვლევების და მომხმარებელთა მოთხოვნათა უზრუნველყოფა;
12. ბიბლიოთეკის საქმიანობის ამსახველი ძირითადი-საორიენტაციო დოკუმენტების შექმნა, საბიბლიოთეკო სტატისტიკის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- საბიბლიოთეკო საქმიანობის ან ანალოგიური ფუნქციების მქონე სამსახურში მუშაობის/ანალოგიური მოვალეობის შესრულების არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
- ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონეზე ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.
პერსონალის შერჩევის ეტაპებია:
- რეზიუმეს გადარჩევა;
- გასაუბრება
შრომის ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე – [email protected];
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება;
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 9 მარტი, 2023 წელი;
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით vacancy@btu.edu.ge