ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ბიბლიოთეკის სამსახურის კოორდინატორის პოზიციაზე
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ბიბლიოთეკის სამსახურის კოორდინატორის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- მკითხველთა ინფორმირება ბიბლიოთეკით სარგებლობის წესის შესახებ და მკითხველის ბარათის გახსნა, მკითხველთა ინფორმირება ბიბლიოთეკის შესაძლებლობების შესახებ;
- სამკითხველო დარბაზიდან მოთხოვნისამებრ ლიტერატურის გაცემა, დაბრუნებული წიგნის შემოწმება და საცავში განთავსება;
- საბიბლიოთეკო ფონდების დაკომპლექტება, კატალოგების შედგენა, საბიბლიოთეკო რესურსებზე კონტროლი, ინფორმაციის ასახვა ბიბლიოთეკის საძიებო სისტემაში;
- საბიბლიოთეკო ფონდების შევსება-განახლება, ფონდების მდგომარეობის კონტროლი, დაზიანებული სახელმძღვანელოების, აუდიო-ვიდეო, საილუსტრაციო მასალების, სხვ. ფონდებიდან ამოღება;
- სამსახურის კომპეტენციის შესაბამისად დაინტერესებულ პირთა აზრის შესწავლა და მონაცემების პირველადი დამუშავება;
- საბიბლოთეკო სივრცის ჯავშნის სისტემის მართვა, განახლება, კომუნიკაცია საბიბლიოთეკო სივრცის მოსარგებლეებთან;
- საბიბლიოთეკო სივრცის მოწესრგების უზრუნველყოფა, ტექნიკისა და ინვენტარის მოვლა, განახლების საჭიროებისას სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმირება;
- სხვა მოვალეობების შესრულება, რაც დაკავშირებულია საბიბლიოთეკო სივრცის ეფექტურ ფუნქციონირებასთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- არანაკლებ ბაკალავრის ხარისხი;
- ანალოგიური ფუნქციების შესრულების არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება ან ბტუ-ს ბიბლიოთეკის სამსახურში სტაჟირების გავლა.
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.
პერსონალის შერჩევის ეტაპებია:
- რეზიუმეს გადარჩევა;
- გასაუბრება.
შრომის ანაზღაურება 800 ლარი (კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადების ჩათვლით)
- დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე – [email protected];
- გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება;
- რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 9 სექტემბერი, 2024 წელი;
- დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით [email protected]
შენიშვნა:
- ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაუკავშირდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს;
- პირის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მონაცემების გამოგზავნიდან 6 თვის განმავლობაში, ხოლო შენახვა კანონმდებლობით დადგენილი ვადით.