ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ბიბლიოთეკის სამსახურის კოორდინატორის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
1) მკითხველთა ინფორმირება ბიბლიოთეკით სარგებლობის წესის შესახებ, მკითხველის
ბარათის გახსნა, მკითხველთა ინფორმირება ბიბლიოთეკის შესაძლებლობების შესახებ;
2) საბიბლიოთეკო სივრცეების (ბიბლიოთეკის პერსონალის სამუშაო სივრცე, წიგნსაცავი,
სამკითხველო დარბაზი, შეხვედრებისა და ჯგუფური მუშაობის სივრცე) და ბიბლიოთეკის
საინფორმაციოტექნოლოგიური აღჭურვილობის მონიტორინგი და მოწესრიგება;
3) სამკითხველო დარბაზიდან მოთხოვნისამებრ ლიტერატურის გაცემა, დაბრუნებული წიგნის
შემოწმება და საცავში განთავსება;
4) საბიბლიოთეკო ფონდების დაკომპლექტება, კატალოგების შედგენა, საბიბლიოთეკო
რესურსების კონტროლი, ინფორმაციის ასახვა ბიბლიოთეკის საძიებო სისტემაში;
5) საბიბლიოთეკო ფონდში ლიტერატურის დამუშავება, კატალოგების შექმნა, კლასიფიკაცია,
მათ აღრიცხვა და შენახვა;
6) საბიბლიოთეკო ფონდების შევსება-განახლება, ფონდების მდგომარეობის კონტროლი,
დაზიანებული სახელმძღვანელოების, აუდიო-ვიდეო, საილუსტრაციო მასალების, სხვ.
ფონდებიდან ამოღება;
7) სამსახურის კომპეტენციის სფეროს შესაბამისად დაინტერესებულ პირთა აზრის შესწავლა
და მონაცემების პირველადი დამუშავება;
8) მკითხველის მოთხოვნათა შესწავლა და მათი წინადადებების გათვალისწინებით
რეკომენდაციების შემუშავება ბიბლიოთეკის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
არანაკლებ ბაკალავრის ხარისხი;
· ანალოგიური ფუნქციების შესრულების არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
· კომპიუტერის საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
· შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
· ანალიტიკური აზროვნება;
· დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.
პერსონალის შერჩევის ეტაპებია:
· რეზიუმეს გადარჩევა;
· გასაუბრება.
შრომის ანაზღაურება 800-1000 ლარი (კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადების გარეშე)
დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე – [email protected];
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება;
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 8 მაისის, 2023 წელი;
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით [email protected]