ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას აკადემიური განვითარების ხელმძღვანელის პოზიციაზე.
“ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი” აცხადებს ვაკანსიას აკადემიური განვითარების ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** უნივერსიტეტის ერთიანი საგანმანათლებლო და ხარისხის მართვის პოლიტიკის რეალიზებაში ჩართულობა;
** საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და კონტროლის ეფექტიანი სისტემის ფუნქციონირება;
** პერსპექტიული/პრიორიტეტული ექსტრაკურიკულური აქტივობების პროგრამების/პროექტების და მიმართულებების განსაზღვრაში მონაწილეობა, დაგეგმვა, განხორციელება, კონტროლი;
** საგანმანათლებლო საქმიანობის ეფექტიანობისა და შედეგიანობის შესწავლა, გაუმჯობესებაზე მიმართული რეკომენდაციების შემუშავება, საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებისთვის/სრულყოფისთვის აუცილებელი ნორმატიულ-მეთოდოლოგიური დოკუმენტების პროექტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობა, ინიცირება და აქტუალიზება;
** საერთაშორისო პროგრამების (გაცვლითი, ერთობლივი) შემუშავებაში და დაგეგმვაში მონაწილეობა, კონტროლი ამ პროგრამების განხორციელების შედეგებზე;
** საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განვითარების პროცესის კოორდინაცია, მართვა და ადმინისტრირება;
** სხვა ფუნქციების შესრულება, რომლებიც გამომდინარეობს აკადემიური განვითარების ხელმძღვანელის ამოცანებიდან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (არანაკლებ მაგისტრის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი);
** ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონეზე ფლობა;
** უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების, ადმინისტრირების და სასწავლო პროცესის ადმინისტრირების მიმართულებით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
დამატებითი მოთხოვნები:
** კანდიდატთა შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ იმ პირებს, რომელთაც უდასტურდებათ:
** უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
** უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** გამართული მეტყველება;
** მიღებული ინფორმაციის ოპერატიულად დამუშავების უნარი;
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.
პერსონალის შერჩევის ეტაპებია:
** რეზიუმეს გადარჩევა;
** გასაუბრება;
** დავალების შესრულება.
შრომის ანაზღაურება 2500-3000 ლარი, კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გარეშე. ანაზღაურების კონკრეტული ოდენობა განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე – [email protected]; გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 20 ივნისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით [email protected]