ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს შესარჩევ კონკურსს კანცელარიის კოორდინატორის პოზიციაზე
,,ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი“ აცხადებს შესარჩევ კონკურსს კანცელარიის კოორდინატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი მომსახურების გაწევა;
- საჭიროებისამებრ გამავალი ზარების განხორციელება;
- შემოსული და გასული ზარების განხორციელება;
- სხვადასხვა ტიპის სტატისტიკის წარმოება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
- საქმისწარმოების ერთიანი წესისა და სხვა მოქმედი ნორმატივების შესაბამისად კორესპონდენციის დადგენილ ვადაში ადრესატისთვის დროული მიწოდება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და შერჩევის კრიტერიუმები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- სასურველია უმაღლესი განათლება;
პიროვნული თვისებები:
- გამართული მეტყველება;
- მიღებული ინფორმაციის ოპერატიულად დამუშავების უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა და კომუნიკაბელურობა;
- შრომისმოყვარეობა და დისციპლინირებულობა;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე – [email protected]
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
CV-ების მიღების ბოლო ვადაა 15 ივლისი.