ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს სამეცნიერო პრემიის კონკურსს
შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გამოცხადდა სამეცნიერო პრემიის კონკურსი. უნივერსიტეტის მიერ დაწესებული სამეცნიერო პრემია გაიცემა ბიზნესის სამეცნიერო სფეროში კვლევების სფეროში და ტექნოლოგიების სამეცნიერო კვლევების სფეროში. პრემიის ოდენობა განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) ბიზნესის სამეცნიერო კვლევების სფეროში – 5000 (ხუთი ათასი) ლარი; ბ) ტექნოლოგიების სამეცნიერო კვლევების სფეროში – 5000 (ხუთი ათასი) ლარი.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია:
- ბტუ-ს აფილირებულ და არააფილირებულ აკადემიურ პერსონალს;
- ბტუ-ს მოწვეულ სპეციალისტს/მკვლევარს/მეცნიერს, რომელიც არ არის აფილირებული საქართველოს არც ერთ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
საკონკურსო განაცხადი უნდა წარადგინოს თავად მეცნიერმა/მკვლევარმა;
საკონკურსო საბუთების შესწავლისას საკონკურსო კომისია დაეყრდნობა კონკურსანტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს და კონკურსანტის მიერ მითითებულ ინფორმაციას.
კონკურსზე წარსადგენი საბუთები:
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ ცენტრის დირექტორის სახელზე (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
- კონკურსის მიხედვით მიმდინარე აკადემიური წლის განმავლობაში ბტუ-ს სახელით ადგილობრივ და საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში (ELSEVIER, Web of Science, ა.შ.) ან გამოცემებში გამოწვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის (წიგნების, მონოგრაფიების, სტატიების, კვლევის შედეგების, კონფერენციის თეზისების/მასალების და სხვ.) ჩამონათვალი შესაბამისი ელექტრონული ფორმატის ბმულის ან/და ორიგინალის (ამონაბეჭდის) წარმოდგენით; (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
- კონკურსანტის განახლებული CV, რომელიც აუცილებლად უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ბოლო 5 წლის მანძილზე პირის მიერ გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის (წიგნების, მონოგრაფიების, სტატიების, კვლევის შედეგების, კონფერენციის თეზისების/მასალების და სხვ.), სამეცნიერო პრემიების/ჯილდოების, მოპოვებული სამეცნიერო გრანტების და სამეცნიერო კვლევითი სტიპენდიების შესახებ. (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
კონკურსთან დაკავშირებული ვადები:
- კონკურსის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება – არაუგვიანეს 17.12.2021;
- საკონკურსიო საბუთების მიღება: 20.12.2021 – 30.12.2021;
- საკონკურსო კომისიის შექმნა: 23.12.2021;
- კონკურსის I ეტაპი (საკონკურსო საბუთების შესწავლა): 04.01.2022-10.01.2022;
- კონკურსის შედეგების გამოცხადება: 12.01.2022;
- გამარჯვებული პირების დაჯილდოება: 14.01.2022.
პრემიის მოსაპოვებლად წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტაცია შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით: 1. სამეცნიერო პროდუქტიულობა; 2. მეცნიერების პოპულარიზაცია.
თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ საკონკურსო განაცხადს, რომელიც მაღალ ქულას დააგროვებს პირველ კრიტერიუმში. აღნიშნულ კრიტერიუმში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია.
საკონკურსო საბუთების და საპრეტენზიო განცხადებების წარდგენა მოხდება ელ. ფორმით – ბტუ-ს ელ.ფოსტაზე ([email protected]) გაგზავნით.
საკონკურსო საბუთების მიღებისა და დაინტერესებულ პირთა ინფორმირებისათვის სამუშაო დღეებია: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე
საკონკურსო საბუთების მიღებაზე და კონკურსთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირთათვის ინფორმაციის მიწოდებაზე პასუხისმგებელ პირი: ზვიად გაბისონია, კვლევების ცენტრის დირექტორი, საკონტაქტო ტელ. +(995) 577 51 81 81; ელ. ფოსტა: [email protected]