ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგი მიმართულებებით:
1.1. მარკეტინგი: პროფესორი – 02 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი 05 ვაკანსია; ასისტენტპროფესორი – 05 ვაკანსია.
1.2 საჯარო მმართველობა: პროფესორი – 03 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი 03 ვაკანსია.
1.3 ბიზნეს სამართალი: პროფესორი – 01 ვაკანსია.
1.4 ინფორმაციული ტექნოლოგიები:
1.4.1 პროგრამირება პროფესორი – 01 ვაკანსია, ასოცირებული პროფესორი – 02 ვაკანსია აუცილებელია კანდიდატმა წარმოადგინოს შემდეგი კურსების სილაბუსებიდან ერთერთი: პროგრამირება (Python), პროგრამირება (JVM, JXT, Spring), მობილური აპლიკაციების დეველოპმენტი (Android), მანქანური სწავლება, მონაცემთა სტრუქტურები და ალგორითმები.
1.4.2 ოპერაციული სისტემები პროფესორი – 01 ვაკანსია, ასოცირებული პროფესორი – 02 ვაკანსია აუცილებელია კანდიდატმა წარმოადგინოს შემდეგი კურსების სილაბუსებიდან ერთერთი: ოპერაციული სისტემა LINUX, ღრუბლოვანი სისტემები (AWS), IOT და ჩაშენებული სისტემები, ღრუბლოვანი სისტემების ორკესტრაცია (AWS), ღრუბლოვანი სისტემების ავტომატიზაცია Python-ის საშუალებით, კონტეინერიზაცია და Docker-ი ღრუბლოვან სერვისებზე (AWS), მონაცემთა ბაზები (ORACLE), მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება (OCA), არარელაციურ მონაცემთა ბაზების სისტემები (MongoDb).
1.4.3 ინფორმაციული სისტემები პროფესორი – 01 ვაკანსია, ასოცირებული პროფესორი – 02 ვაკანსია აუცილებელია კანდიდატმა წარმოადგინოს შემდეგი კურსების სილაბუსებიდან ერთერთი: კონფიგურაციის მართვის სისტემები (Ansible), ვერსიონირება და უწყვეტი ინტეგრაცია, მართვის ავტომატური სისტემები – Kubernetes, პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება, მონიტორინგის სისტემები, სერვერული ინფრასტრუქტურის მენეჯმენტი, ოპერაციათა კვლევა კომპიუტერულ ტექნოლოგიებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და შერჩევის კრიტერიუმები:
- აკადემიური ნიშნით კონკურსში მონაწილეობისთვის საკონკურსო მოთხოვნები:
- პროფესორის აკადემიური თანამდებობა: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, ბოლო 5 წლის განმავლობაში შესაბამის დარგში საერთაშორისო რეფერირებად რეცენზირებად გამოცემებში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები და/ან გამოცემული სამეცნიერო ნაშრომ(ებ)ი;
- ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, ბოლო 5 წლის განმავლობაში შესაბამის დარგში საერთაშორისო რეფერირებად რეცენზირებად გამოცემებში გამოქვეყნებული პუბლიკაცია/პუბლიკაციები და/ან გამოცემული ნაშრომ(ებ)ი;
- ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაცია/პუბლიკაციები.
- პროფესიული ნიშნით კონკურსში მონაწილეობისთვის საკონკურსო მოთხოვნები
- ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა: უმაღლესი განათლება, უსდ-ში არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება, შესაბამის დარგში არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილება, სპეციალური მომზადება ან პუბლიკაციები.
- ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა: უმაღლესი განათლება; შესაბამის დარგში არანაკლებ 3 წლის პროფესიული გამოცდილება, სპეციალური მომზადება ან პუბლიკაციები.
- პროფესიული ნიშნით აკადემიური თანამდებობის დაკავების უფლება აქვთ კონკურსანტებს მარკეტინგისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით.
წარმოსადგენი დოკუმენტები:
- განცხადება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის სახელზე (ბტუ-ში დადგენილი ფორმის მიხედვით);
- შევსებული„კონკურსანტის ანკეტა“ (ბტუ-ში დადგენილი ფორმის მიხედვით);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობის/ID ბარათი). უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი დასანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი –დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (სავალდებულოა აკადემიური ნიშნით კონკურსში მონაწილეობისთვის). უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში წარსადგენია უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის საქართველოში აღიარების დოკუმენტი;
- საკონკურსო მოთხოვნებთანშესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები/ამსახველი ინფორმაცია. უცხოეთის ორგანიზაციის/დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტის (ცნობა, სხვ.) შემთხვევაში წარსადგენია დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი;
- ვაკანსიის შესაბამის დარგში ერთი სასწავლო კურსის სილაბუსი;
- უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სავალდებულოა, შერჩეულმა კანდიდატებმა ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინონ ცნობა ნასამართლეობის არქონის შესახებ.
შესარჩევი ვადები:
- საკონკურსო საბუთების მიღება: 08.11.2021 – 12.11.2021 (18:00 საათი);
- კონკურსის I ეტაპი (საკონკურსო საბუთების შესწავლა და შედეგების გამოცხადება): 15.11.2021 – 17.11.2021;
- კონკურსის I ეტაპის შედეგების გასაჩივრება: 18.11.2021 (18:00 საათი);
- საპრეტენზიო კომისიის შექმნა: 19.11.2021
- კონკურსის I ეტაპის შედეგების საპრეტენზიო განაცხადების განხილვა და განხილვის შედეგების შეტყობინება კონკურსანტებისთვის: 22.11.2020 – 24.11.2021;
- კონკურსის II ეტაპი (საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება – სწავლების და/ან (სწავლებისა და კვლევის კონცეფცია): 25.11.2021 – 26.11.2021;
- კონკურსის საბოლოო შედეგების გამოცხადება: არაუგვიანეს 29.11.2021;
- კონკურსში გამარჯვებულთა აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ ბრძანების გამოცემა: არაუგვიანეს 30.11.2021
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების (სწავლების/კვლევის ხედვის წარდგენის) რეგლამენტად თითოეული კონკურსანტისთვის განსაზღვრულია მაქსიმუმ 20 წუთი.
საბუთების წარდგენა იწარმოებს ელ.ფორმით – ბტუ-ს ელ.ფოსტაზე (vacancy@btu.edu.ge) გაგზავნით.
დაინტერესებულ პირთა ინფორმირებისათვის სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ–დან 18:00 სთ–მდე.
დაინტერესებულ პირთათვის ინფორმაციის მიწოდებაზე პასუხისმგებელია ადამიანური რესურსების მართვის სამსახური. ელ. ფოსტა: hr@btu.edu.ge