ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგი მიმართულებებით:
1.1. მენეჯმენტი: პროფესორი – 01 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი – 02 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი – 01 ვაკანსია;
1.2. ფინანსები: ასოცირებული პროფესორი – 02 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი – 01 ვაკანსია;
1.3. მარკეტინგი: პროფესორი – 02 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი 03 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი – 05 ვაკანსია.
1.4. მეწარმეობა და ინოვაციები: ასოცირებული პროფესორი – 02 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი – 01 ვაკანსია.
1.5. ეკონომიკა: პროფესორი – 01 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი – 03 ვაკანსია.
1.6. აკადემიური წერა: პროფესორი – 02 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი – 01 ვაკანსია.
1.7. სამართალი (ტექნოლოგიების სამართალი): ასოცირებული პროფესორი – 01 ვაკანსია.
1.8. ინფორმაციული ტექნოლოგიები:
1.8.1 პროგრამირება
პროფესორი – 01 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი – 01 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი – 01 ვაკანსია
აუცილებელია კანდიდატმა წარმოადგინოს შემდეგი კურსების სილაბუსებიდან ერთ-ერთი:
1. პროგრამირება (Python)
2. პროგრამირება (JVM, JXT, Spring)
3. მობილური აპლიკაციების დეველოპმენტი (Android)
4. მანქანური სწავლება
5. მონაცემთა სტრუქტურები და ალგორითმები
1.8.2 ინფორმაციული უსაფრთხოება / კომპიუტერული ქსელები
პროფესორი – 01 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი – 01 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი – 02 ვაკანსია
აუცილებელია კანდიდატმა წარმოადგინოს შემდეგი კურსების სილაბუსებიდან ერთ-ერთი:
1. ინფორმაციული უსაფრთხოება
2. კიბერუსაფრთხოება
3. ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯმენტი
4. ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტი
1.8.3 ოპერაციული სისტემები
პროფესორი – 01 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი – 02 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი – 02 ვაკანსია
1. ოპერაციული სისტემა LINUX
2. ღრუბლოვანი სისტემები (AWS)
3. IOT და ჩაშენებული სისტემები
4. ღრუბლოვანი სისტემების ორკესტრაცია (AWS)
5. ღრუბლოვანი სისტემების ავტომატიზაცია Python-ის საშუალებით
6. კონტეინერიზაცია და Docker-ი ღრუბლოვან სერვისებზე (AWS)
7. მონაცემთა ბაზები (ORACLE)
8. მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება (OCA)
9. არარელაციურ მონაცემთა ბაზების სისტემები (MongoDb)
1.8.4 ინფორმაციული სისტემები
პროფესორი – 01 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი – 02 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი – 02 ვაკანსია
1. კონფიგურაციის მართვის სისტემები (Ansible)
2. ვერსიონირება და უწყვეტი ინტეგრაცია
3. მართვის ავტომატური სისტემები – Kubernetes
4. პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება
5. მონიტორინგის სისტემები
6. სერვერული ინფრასტრუქტურის მენეჯმენტი
7. ოპერაციათა კვლევა კომპიუტერულ ტექნოლოგიებში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და შერჩევის კრიტერიუმები:
1. საკონკურსო მოთხოვნები აკადემიური ნიშნით კონკურსში მონაწილეობისთვის:
- პროფესორის აკადემიური თანამდებობა: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო–პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, ბოლო 5 წლის განმავლობაში შესაბამის დარგში საერთაშორისო რეფერირებად რეცენზირებად გამოცემებში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები და/ან გამოცემული სამეცნიერო ნაშრომ(ებ)ი;
- ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებოა: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო–პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, ბოლო 5 წლის განმავლობაში შესაბამის დარგში საერთაშორისო რეფერირებად რეცენზირებად გამოცემებში გამოქვეყნებული პუბლიკაცია/პუბლიკაციები და/ან გამოცემული ნაშრომ(ებ)ი;
- ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაცია/პუბლიკაციები.
2. საკონკურსო მოთხოვნები პროფესიული ნიშნით კონკურსში მონაწილეობისთვის:
- ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა: უმაღლესი განათლება, უსდ-ში არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება, შესაბამის დარგში არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილება, სპეციალური მომზადება ან პუბლიკაციები.
- ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა: უმაღლესი განათლება; შესაბამის დარგში არანაკლებ 3 წლის პროფესიული გამოცდილება, სპეციალური მომზადება ან პუბლიკაციები.
3. ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობებისთვის შესაძლებელია პროფესიული ნიშნით ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირთა არჩევა, თუ აღნიშნულ პირს უდასტურდება სათანადო კვალიფიკაცია (მაგ., ვაკანსიის შესაბამისი დარგის ორგანიზაციაში/დაწესებულებაში ზედა რგოლის მენეჯერულ – ხელმძღვანელ პოზიციებზე არანაკლებ 5 წლის მუშაობა ან ვაკანსიის შესაბამის დარგში მუშაობის არანაკლებ 5 წლის მუშაობა და სპეციალური მომზადება – საერთაშორისო სერტიფიცირება ან სხვა, რაც ადასტურებს შესაბამის დარგში შრომის ბაზარზე პირის კონკურენტუნარიანობასა და მის მიერ სტუდენტებისთვის აქტუალური უნარების ჩამოყალიბების შესაძლებლობას), რომლითაც უზრუნველყოფს სტუდენტის მიერ პროგრამით/სასწავლო კურსით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას.
წარმოსადგენი დოკუმენტები:
- აპლიკანტის განცხადება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის სახელზე (ბტუ-ში დადგენილი ფორმის მიხედვით);
- შევსებული კონკურსანტის ანკეტა (ბტუ-ში დადგენილი ფორმის მიხედვით);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობის/ID ბარათი). უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი – დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (სავალდებულოა აკადემიური ნიშნით კონკურსში მონაწილეობისთვის). უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში წარსადგენია უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის საქართველოში აღიარების დოკუმენტი;
- საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები/ამსახველი ინფორმაცია. უცხოეთის ორგანიზაციის/დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტის (ცნობა, სხვ.) შემთხვევაში წარსადგენია დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი;
- ვაკანსიის შესაბამის დარგში ერთი სასწავლო კურსის სილაბუსი;
- უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სავალდებულოა, შერჩეულმა კანდიდატებმა ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინონ ცნობა ნასამართლეობის არქონის შესახებ.
შესარჩევი ვადები:
- საკონკურსო საბუთების მიღება: 16.11.2020 – 20.11.2020;
- კონკურსის I ეტაპი (საკონკურსო საბუთების შესწავლა და შედეგების გამოცხადება): 23.11.2020 – 27.11.2020;
- კონკურსის I ეტაპის შედეგების გასაჩივრება: 30.11.2020;
- საპრეტენზიო კომისიის შექმნა: 01.12.2020
- კონკურსის I ეტაპის შედეგების საპრეტენზიო განაცხადების განხილვა და განხილვის შედეგების შეტყობინება კონკურსანტებისთვის: 02.12.2020 – 04.12.2020;
- კონკურსის II ეტაპი (საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება – სწავლების და/ან კვლევის კონცეფციის წარდგენა): 07.12.2020 – 09.12.2020;
- კონკურსის საბოლოო შედეგების გამოცხადება: არაუგვიანეს 10.12.2020;
- კონკურსში გამარჯვებულთა აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ ბრძანების გამოცემა: არაუგვიანეს 11.12.2020.
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების (სწავლების/კვლევის ხედვის წარდგენის) რეგლამენტად თითოეული კონკურსანტისთვის განსაზღვრულია მაქსიმუმ 20 წუთი.
საბუთების წარდგენა იწარმოებს ელ.ფორმით – ბტუ-ს ელ.ფოსტაზე (vacancy@btu.edu.ge) გაგზავნით.
დაინტერესებულ პირთა ინფორმირებისათვის სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ–დან 17:00 სთ–მდე.
დაინტერესებულ პირთათვის ინფორმაციის მიწოდებაზე პასუხისმგებელი პირი თამარ გერგაული, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი. საკონტაქტო ტელ. +995 555228688; ელ. ფოსტა: hr@btu.edu.ge