ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგი მიმართულებებით:
1.1. ფინანსები: ასოცირებული პროფესორი – 03 ვაკანსია; ასისტენტ–პროფესორი – 03 ვაკანსია;
1.2 მარკეტინგი: პროფესორი – 01 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი 04 ვაკანსია; ასისტენტ–პროფესორი – 05 ვაკანსია.
1.3 მეწარმეობა და ინოვაციები: ასოცირებული პროფესორი – 02 ვაკანსია; ასისტენტ–პროფესორი – 03 ვაკანსია.
1.4 ეკონომიკა: ასოცირებული პროფესორი – 03 ვაკანსია.
1.5 ციფრული ტექნოლოგიები (აგრობიზნესში): ასოცირებული პროფესორი – 01 ვაკანსია
1.6 ციფრული ტექნოლოგიები: ასოცირებული პროფესორი – 01 ვაკანსია
1.7 ინფორმაციული მენეჯმენტი: ასოცირებული პროფესორი – 01 ვაკანსია
1.8 პროგრამირება: ასოცირებული პროფესორი – 03 ვაკანსია, ასოცირებული პროფესორი – 04 ვაკანსია; ასისტენტ–პროფესორი – 01 ვაკანსია. აუცილებელია კანდიდატმა წარმოადგინოს შემდეგი კურსების სილაბუსებიდან ერთ–ერთი:
- პროგრამირება (Python)
- პროგრამირება (JVM, JXT, Spring)
- მობილური აპლიკაციების დეველოპმენტი (Android) მანქანური სწავლება
- მონაცემთა სტრუქტურები და ალგორითმები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და შერჩევის კრიტერიუმები:
1. საკონკურსო მოთხოვნები აკადემიური ნიშნით კონკურსში მონაწილეობისთვის:
- პროფესორის აკადემიური თანამდებობა: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო–პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, ბოლო 5 წლის განმავლობაში შესაბამის დარგში საერთაშორისო რეფერირებად რეცენზირებად გამოცემებში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები და/ან გამოცემული სამეცნიერო ნაშრომ(ებ)ი;
- ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო–პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, ბოლო 5 წლის განმავლობაში შესაბამის დარგში საერთაშორისო რეფერირებად რეცენზირებად გამოცემებში გამოქვეყნებული პუბლიკაცია/პუბლიკაციები და/ან გამოცემული ნაშრომ(ებ)ი;
- ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობა: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაცია/პუბლიკაციები.
2. საკონკურსო მოთხოვნები პროფესიული ნიშნით კონკურში მონაწილეობისთვის:
- ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა: უმაღლესი განათლება, უსდ–ში არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება, შესაბამის დარგში არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილება, სპეციალური მომზადება ან პუბლიკაციები.
- ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობა: უმაღლესი განათლება; შესაბამის დარგში არანაკლებ 3 წლის პროფესიული გამოცდილება, სპეციალური მომზადება ან პუბლიკაციები.
3. ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობებისთვის შესაძლებელია პროფესიული ნიშნით ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირთა არჩევა, თუ აღნიშნულ პირს უდასტურდება სათანადო კვალიფიკაცია (მაგ., ვაკანსიის შესაბამისი დარგის ორგანიზაციაში/დაწესებულებაში ზედა რგოლის მენეჯერულ – ხელმძღვანელ პოზიციებზე არანაკლებ 5 წლის მუშაობა ან ვაკანსიის შესაბამის დარგში მუშაობის არანაკლებ 5 წლის მუშაობა და სპეციალური მომზადება – საერთაშორისო სერტიფიცირება ან სხვა, რაც ადასტურებს შესაბამის დარგში შრომის ბაზარზე პირის კონკურენტუნარიანობასა და მის მიერ სტუდენტებისთვის აქტუალური უნარების ჩამოყალიბების შესაძლებლობას), რომლითაც უზრუნველყოფს სტუდენტის მიერ პროგრამით/სასწავლო კურსით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას.
წარმოსადგენი დოკუმენტები:
- განცხადება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის სახელზე (ბტუ–ში დადგენილი ფორმის მიხედვით);
- შევსებული „კონკურსანტის ანკეტა“ (ბტუ–ში დადგენილი ფორმის მიხედვით);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობის/ID ბარათი). უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი – დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (სავალდებულოა აკადემიური ნიშნით კონკურსში მონაწილეობისთვის). უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში წარსადგენია უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის საქართველოში აღიარების დოკუმენტი;
- საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები/ამსახველი ინფორმაცია. უცხოეთის ორგანიზაციის/დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტის (ცნობა, სხვ.) შემთხვევაში წარსადგენია დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი;
- ვაკანსიის შესაბამის დარგში ერთი სასწავლო კურსის სილაბუსი;
- უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სავალდებულოა, შერჩეულმა კანდიდატებმა ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინონ ცნობა ნასამართლეობის არქონის შესახებ.
შესარჩევი ვადები:
- საკონკურსო საბუთების მიღება: 01.02.2021 05.02.2021;
- კონკურსის I ეტაპი (საკონკურსო საბუთების შესწავლა და შედეგების გამოცხადება): 08.02.2021 – 10.02.2021;
- კონკურსის I ეტაპის შედეგების გასაჩივრება: 11.02.2021;
- საპრეტენზიო კომისიის შექმნა: 12.02.2021;
- კონკურსის I ეტაპის შედეგების საპრეტენზიო განაცხადების განხილვა და განხილვის შედეგების შეტყობინება კონკურსანტებისთვის: 15.02.2021 – 16.02.2021;
- კონკურსის II ეტაპი (საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება – სწავლების და/ან კვლევის კონცეფციის წარდგენა): 17.02.2021 – 22.02.2021;
- კონკურსის საბოლოო შედეგების გამოცხადება: არაუგვიანეს 23.02.2021;
- კონკურსში გამარჯვებულთა აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ ბრძანების გამოცემა: არაუგვიანეს24.02.2021
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების (სწავლების/კვლევის ხედვის წარდგენის) რეგლამენტად თითოეული კონკურსანტისთვის განსაზღვრულია მაქსიმუმ 20 წუთი.
საბუთებისწარდგენაიწარმოებსელ.ფორმით – ბტუ–სელ.ფოსტაზე (vacancy@btu.edu.ge) გაგზავნით.
დაინტერესებულპირთაინფორმირებისათვისსამუშაოდღეები: ორშაბათი–პარასკევი, 10:00 სთ–დან 17:00 სთ–მდე.
დაინტერესებულ პირთათვის ინფორმაციის მიწოდებაზე პასუხისმგებელი პირი თამარ გერგაული, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი.
საკონტაქტო ტელ. +995 555228688; ელ. ფოსტა: hr@btu.edu.ge