ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აკადემიური პერსონალის შერჩევის მიზნით აცხადებს ღია კონკურსს
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აკადემიური პერსონალის შერჩევის მიზნით აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
1.1. ინფორმაციული ტექნოლოგიები (ასოცირებული პროფესორი: პერსონალური კომპიუტერების არქიტექტურა – 03 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი: პროგრამირება (Python) – 03 ვაკანსია, კომპიუტერული ქსელები – 03 ვაკანსია, ვებ დაპროგრამება – 03 ვაკანსია, ოპერაციული სისტემა LINUX – 03 ვაკანსია, 3D კომპიუტერული გრაფიკა / 3D მოდელირება – 03 ვაკანსია, კიბერუსაფრთხოება – 03 ვაკანსია, პერსონალური კომპიუტერის არქიტექტურა – 03 ვაკანსია).
1.2. ბიზნესის ადმინისტრირება (ასისტენტ-პროფესორი: ფინანსები – 01 ვაკანსია, ოპერაციული მართვა – 01 ვაკანსია).
- ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობისათვის საკონკურსო მოთხოვნები:
დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი (აკადემიური ნიშნით კონკურსში მონაწილე პირისთვის), არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება, ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაცია/პუბლიკაციები; შესაბამის დარგში არანაკლებ 5 წლის პროფესიული (პრაქტიკული) გამოცდილება (პროფესიული ნიშნით კონკურსში მონაწილე პირისთვის), არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, არაკანლებ 3 წლის პედაგოგიური გამოცდილება, ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ნაშრომი/პუბლიკაცია/პუბლიკაციები. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ვაკანსიის შესაბამის დარგში ერთი სასწავლო კურსის სილაბუსი.
- ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობისათვის საკონკურსო მოთხოვნები:
დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი (აკადემიური ნიშნით კონკურსში მონაწილე პირისთვის), ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაცია/პუბლიკაციები; შესაბამის დარგში არანაკლებ 03 წლის პროფესიული (პრაქტიკული) გამოცდილება (პროფესიული ნიშნით კონკურსში მონაწილე პირისთვის), არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ნაშრომი/პუბლიკაცია/პუბლიკაციები. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ვაკანსიის შესაბამის დარგში ერთი სასწავლო კურსის სილაბუსი.
- აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადები:
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის (აფილირების) ვადა 03 წელი; ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის (აფილირების) ვადა 03 წელი;
- კონკურსზე წარსადგენ საბუთები
- განცხადებასაკონკურსო კომისიის თავმჯდომარის სახელზე (ბტუ-ში დადგენილი ფორმის მიხედვით);
- შევსებული„კონკურსანტის ანკეტა“ (ბტუ-ში დადგენილი ფორმის მიხედვით);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობის/ID ბარათი). უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი;
- კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი -დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის დადამადასტურებელი დოკუმენტი (აკადემიური მიშნით კონკურსში მონაწილეობისთვის, არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (პროფესიული ნიშნით კონკურსში მონაწილეობისთვის); საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი/ამსახველი ინფორმაცია; უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში – ასევე, წარსადგენია უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის
საქართველოში აღიარების დოკუმენტი; - ვაკანსიის შესაბამის დარგში ერთი სასწავლო კურსის სილაბუსი.
- კონკურსთან დაკავშირებული ვადები:
- საკონკურსიო საბუთების მიღება: 24.12. – 28.12.2018;
- კონკურსისI ეტაპი (საკონკურსო საბუთების შესწავლა): 03.01-04.01, 08.01-11.01.2019;
- კონკურსისI ეტაპის შედეგების გამოცხადება: 14.01.2019;
- კონკურსისI ეტაპის შედეგების გასაჩივრება: 15.01. – 18.01.2019;
- კონკურსისI ეტაპის შედეგების საპრეტენზიო განაცხადების განხილვა: 21.01 – 25.01.2019;
- კონკურსისII ეტაპი (საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება): 28.01. – 31.01.2019;
- კონკურსის წინასწარი შედეგების გამოცხადება: 01.02.2019;
- კონკურსის წინასწარი შედეგების გასაჩივრება: 04.02. – 05.027.2019;
- საპრეტენზიო განცხადებების განხილვა: 06.02. – 08.02.2019;
- კონკურსის საბოლოო შედეგების გამოცხადება: არაუგვიანეს 11.02.2019 (კონკურსის წინასწარი შედეგები მიჩნეულ იქნება კონკურსის საბოლოო შედეგად, თუ არ მოხდება მათი გასაჩივრება);
საკონკურსო საბუთების და საპრეტენზიო განცხადებების მიღება იწარმოებს მხოლოდ ელ.ფორმით – ბტუ-ს ელ.ფოსტაზე [email protected] 2018 წლის 24 დეკემბრიდან – 28 დეკემბრის ჩათვლით.
დაინტერესებულ პირთა ინფორმირებისათვის სამუშაო დღეებია ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ–დან 17:00 სთ–მდე; საკონტაქტო პირი ე. ბახტაძე, კანცელარიის სამსახურის უფროსი. საკონტაქტო ტელ. +995 322308055; ელ. ფოსტა: [email protected];
აკადემიური კონკურსის შესახებ
სასწავლო კურსის სილაბუსის შეფასება
სწავლებისა და კვლევის კონცეფციის პრეზენტაციის შეფასება
კონკურსანტის შეფასება