ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის აცხადებს მობილობას
გარე მობილობის ვაკანტური ადგილები საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით განისაზღვროს შემდეგნაირად:
- საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი)“: 10 ადგილი;
- საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები)“: 5 ადგილი.
ბტუ-ს საბაკალავრო პროგრამაზე გარე მობილობის წესით სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცეთ იმ პირებს, რომლებსაც ბტუ-ს პროგრამის მიზნებისათვის შესაძლებელია უღიარდეთ არაუმეტეს 198 კრედიტისა.
2022-2023 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი
დოკუმენტი | |
I | განცხადება რექტორის სახელზე |
II | პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა/ID ბარათი) დედანი და ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქე –პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანის დედანი) |
III | 2 ფოტოსურათი 3×4 და ელ. ვერსია (CD/DVD დისკზე) |
IV | ბაკალავრიატი – სრული ზოგადი ან მასთან გათანაბრებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. უცხო ქვეყ- ნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების მიღების შემთხვევაში – განათლების აღიარების დოკუმენტი (ასლები) |
V | სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა, საქართველოს მოქალაქეებმა – სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი) |
VI | უსდ-ს მიერ გაცემული (ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული) – ამონაწერი უსდ-ში ჩარიცხვის ბრძანებიდან; ცნობა სტუდენტის სტატუსის და სწავლების სემესტრის შესახებ; ამონაწერი სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის ბრძანებიდან (არსებობის შემთხვევაში, სტატუსის შეწყვეტის ბრძანების შემთხვევაში აუცილებელია სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველის მითითება); ამონაწერი სასწავლო ბარათიდან შესწავლილი სასწავლო კურსების/პროგრამის კომპონენტების, შესაბამისი კრედიტების და მიღებული შეფასებების მითითებით |
VII | იმ სტუდენტებმა, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარეს 2020 ან 2021 წელს, ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები) და საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამაზე მობილობის მიზნით სავალდებულოა წარმოადგინონ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი) საბაკალავრო პროგრამაზე მობილობის მიზნით სავალდებულოა წარმოადგინონ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკის ან ისტორიის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი. |
VIII | ბტუ უფლებამოსილია საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობის დადგენის მიზნით მოითხოვოს სტუდენტის მიერ შესწავლილი სასწავლო კურსების სილაბუსების წარდგენა; ბტუ-ში მობილობით სწავლის გაგრძელების სურვილის მქონე სტუდენტის მიერ გასათვალისწინებელია, რომ: ბტუ-ში მობილობით ვერ ჩაირიცხება სტუდენტი, რომლის მიმართ უსდ-ში გამოცემულია ბრძანება სტუდენტის სტატუსთან შეუთავსებელი ქმედების ჩადენის გამო სტატუსის შეწყვეტის შესახებ თუ სტატუსის შეწყვეტის საფუძველი შეუთავსებელია ბტუ-ს შინაგანაწესთან და მიიჩნევა ქცევის წესების უხეშ დარღვევად; ბტუ-ში ჩარიცხული სტუდენტი ვალდებულია ბტუ-ში წარადგინოს უსდ-ს მიერ გაცემული (ბეჭდით დამოწმებული) სტუდენტის პირადი საქმე, პირად საქმეში არსებული დოკუმენტაცია, იმ დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი/დედანი, რომელიც ჩარიცხვამდე იყო წარმოდგენილი ასლის სახით. |
2022-2023 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ეტაპები და ვადები
ეტაპი | ვადა/თარიღი | განმარტება |
I | 30.01.2023 – 08.02.2023-ის 18:00 საათამდე | მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადაhttps://students.emis.ge |
II | 10.02.2023 – 14.02.2023-ის ჩათვლით | ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (შემდგომში – ბტუ) საგანმანათლებლო პრო- გრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტი, რომელმაც სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნებული დადებითი შედეგის სა- ფუძველზე მოიპოვა 2022-2023 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ბტუ-ში მობილობით სწავლის გაგრძელების უფლება, რეგისტრაციის მიზნით უნდა გამოცხადდეს ბტუ- ში, განცხადებით (ივსება ბტუ-ში) მიმართონ ბტუ-ს რექტორს (მისამართი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82; ვებგვერდი: www.btu.edu.ge; ელ. ფოსტა: [email protected], საკონტ. ტელ.: (+99532) 2195015; სამუშაო დღეები: ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა; სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ; პასუხისმგებელი პირი: ნათია მიქანაძე |
III | არაუგვიანეს16.02.2023 |
|
IV | არაუგვიანეს17.02.2023 | მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ ბტუ-ს სამართლებრივი აქტების პროექტების საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვა |
V | არაუგვიანეს 28.02.2023 | ბტუ-ს მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე ერთიანი აქტის (ბრძანების)გამოცემა. |
არაუგვიანეს 02.03.2023 | ბტუ-ს მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ გამოცემული ბრძანების საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ასახვა. |
ბტუ-ს მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ გამოცემული ერთიანი აქტის(ბრძანების) განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისთვის წარდგენა. | ||
VI | არაუგვიანეს 06.03.2023 | ბტუ-დან გადასული სტუდენტების მიმართ სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანების გამოცემა და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის ელექტრონული ვერსიის განათლების მართვის საინ- ფორმაციო სისტემისთვის წარდგენა. |