ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 2 წლისაა!
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 2 წლისაა!
ჩვენ უკვე 2000 სტუდენტს და 200 ზე მეტ აკადემიურ პერსონალს ვაერთიანებთ. არსებობის მოკლე პერიოდში ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. განახორციელდა ისეთი ინოვაციური სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროექტები, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე:
- საქართველოსპრეზიდენტის მიერ გაიხსნა სილიკონ ველი თბილისის სამუშაო სივრცე სტუდენტებისთვის, სადაც მიმდინარეობს მაღალტექნოლოგიური სტარტაპ იდეების აქსელერაცია და დამუშავება კომერციალიზაციისთვის;
- უნივერსიტეტის მიერ მოხდა ,,ციფრული აბრეშუმის გზის’’ პროექტის ინიცირება, რომელიც გულისხმობს წევრ ქვეყნებს შორის ერთიანი ელექტრონული სავაჭრო სივრცის პორტალის შექმნას, კვლევასა და განვითარებას. კვლევაში ბტუ-ს აკადემიური პერსონალი და სტუდენტები, ტექნიკური ჯგუფი, კომპანია Microsoft და საქართველოს ფინანსთან სამინისტრო მონაწილეობენ და ის რამდენიმე ეტაპად იყოფა;
- ხელი მოეწერა უპრეცედენტო შეთანხმებას მსოფლიოს მოწინავე ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან, რომლის ფარგლებშიც MIT გლობალური სტარტაპ ლაბი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში შეიქმნება. პროექტი გულისხმობს MIT-ს ქართველ სტუდენტებთან სტარტაპ პროექტებზე მუშაობას, რეგიონში პირველი სტარტაპ ლაბორატორიის შექმნას, ქვეყანაში არსებული სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმულირების მხარდაჭერას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას;
- დაიწყო კვლევითი პროექტი IX Millennium, სადაც საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ბტუ და კომპანია Microsoft განახორციელებენ კვლევას, კოსმოსურ პირობებში ქართული ვაზის ჯიშების მოსაყვანად და შესაბამისი ტექნოლოგიების დასანერგად. სამეცნიერო პროექტს მასშტაბური საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მისი განვითარებისთვის საჭირო კვლევების წარმოება;
- დაინერგა ყოველწლიური სტუდენტური ჰაკათონი ,,სილიკონ ველი თბილისი ჩელენჯი’’ რომელიც ფარგლებშიც ორი კონკურსი უკვე გაიმართა, მესამე ჰაკათონი 2018 წლის ორქტომბერში ჩატარდება და დაეთმობა კვლევის ინოვაციური მეთოდის შემუშავებას. პარტნიორი IBM SPSS;
- კომპანა HP-სთან პარტნიორობით ბტუ ჩაერთო NASA-ს მიერ ინიცირებულ კოსმოსის ათვისების გლობალურ სამეცნიერო პროექტში, სადაც აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მიერ შემუშავდა ,,მომავლის განათლების’’ კონცეფცია, ხელოვნური ინტელექტისა და ვირტუალური რეალობის განათლების პროცესში ინტეგრირების ინსტრუმენტების შემუშავება, კვლევა და განვითარება; კვლევით პროექტზე მუშაობისას სპეციალისტებმა შექმნეს პირველი ქართული ხელოვნური ინტელექტი ,,Digital Mind’’ რომელიც განათლების პროცესს უფრო ხელმისაწვდომს, სწრაფს და მოსახერხებელს ხდის;
- BTU-ს ,,მომავლის განათლების’’ კონცეფცია და კვლევა წარდგენილი იქნა ლონდონში განათლებისა და ტექნოლოგიების ყოველწლიურ კონფერენციაზე;
- ნატოს საინფორმაციო ცენტრთან ერთად, ჩატარდა ნატოს საშემოდგომო სკოლა სტუდენტებისთვის;
- შეიქმნა განათლებისა და ტექნოლოგიების განვითარების საბჭო, რომელიც აერთიანებს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებს, დამსაქმებლებს, რომელთა სხდომებზეც განიხილება პროგრამების სრულყოფის, ბაზარზე არსებული მოთხოვნისა და სხვა აქტუალური საკითხები;
- დაფუძნდა ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბი, რომელიც ამზადებს სტუდენტურ ნაკადებს front end development მიმართულებით და დისტანციურად ასაქმებს ისრაელის ტექნოლოგურ კომპანიებში. ამ ეტაპზე გადამზადებულია ორი ნაკადი და მიმდინარეობს მესამეს შერჩევა;
- დაინერგა ვორკშოპების სერია ბიზნესში გამოყენებული ტექნოლოგიური ტრენდების შესახებ;
- დაფუძნდა ბლოკჩეინის კვლევითი ლაბორატორია კომპანია BitFurry-სთან პარტნიორობით;
- შეიქმნა კიბერუსაფრთხოების ლაბორატორია, მსოფლიოს ლიდერ კომპანიებთან – Checkpoint-თან და Symantec-თან ერთად და დაინერგა კიბერუსაფრთხოების სესიები, სადაც საქართველოს მოწინავე სპეციალისტები გადაამზადებენ აკადემიურ პერსონალს და დაინტერესებულ სტუდენტებს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით;
- განხორციელდა პროექტი ,,გაუზიარე მეტი ცოდნა თანატოლს’’ – სადაც სტუდენტები თანატოლების ფინანსური ცნობიერების ამაღლებასა და სხვა დისციპლინებში გადამზადებაში ეხმარებოდნენ;
- სამჯერ გაიმართა უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ შექმნილი სტრარტაპების დემო დღე, სადაც მოხდა მაღალტექნოლოგიური სტარტაპ იდეების აქსელერაცია, ფანდრაიზინგი, პარტნიორი ორგანიზაციების მოძიება და ინკუბაცია;
- განხორციელდა გადამზადება პარნტიორ ორგანიზაცი Goodweb-თან ერთად, web content-ის შექმნის მიმართულებით;
- დაინერგა პირველკურსელთა გადამზადების პროექტი ბიზნეს კომუნიკაციების მიმართულებით;
- შედგა პარტნიორობა ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტთან – Henley Business School;
- თიბისი ბანკთან ერთად შემუშავდა პროექტი ,,სტარტაპერი’’ სტუდენტებისთვის, სადაც გადამზადდა 50მდე სტუდენტი;
- პროკრედიტ ბანკთან ერთად შემუშავდა ბანკინგის სკოლა დამწყები ფინანსისტებისთვის;
- MacCann Tbilisi-სთან ერთად შემუშავდა ,,კრეატივის სკოლა’’;
- BTU-ს აშშ-ს სილიკონ ველის უმსხვილესი ვენჩურული ინვესტორი ბილ ტაი ესტუმრა და სტუდენტებისთვის და აკადემიური პერსონალისთვის გამართა მასტერკლასი;
- BTU ორჯერ წარსდგა განათლების საერთაშორისო გამოფენაზე;
- სტუდენტებისთვის გაიმართა მასტერკლასი ჩინეთში ბიზნესის მართვის შესახებ;
- განხორციელდა სასერტიფიკატო პროგრამა ,,იდეიდან ამაზონამდე’’ – რომელმაც გადაამზადა სტუდენტები ელექტრონული კომერციის მიმართულებით;
- დაფუძნდა IBM აკადემია სტუდენტებისთვის;
- BTU-ს პარტნიორი მსოფლიოს მოწინავე შვეიცარული უნივერსიტეტი Les Roches -ს გახდა. პარტნიორობა უპრეცედენტია რეგიონში და პროგრამის პრეზენტაცია საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის საზეიმო გახნით გაიმართა;
- BTU მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ტექნიკური მხარდამჭერი გახდა;
- დაიწყო პარტნიორობა საერთაშორისო ბიზნეს გამომცემლობა ,,Entrepreneur’’-თან, რომელიც სისტემატიურად გამოაქვეყნებს ბტუ-ს მკვლევართა მიერ მომზადებულ მასალებს;
- დაიწყო სტუდენტური დასაქმებისა და კომპანიების დიჯიტალიზაციის ინტეგრირებული პროექტი ,,სმარტ სტუდენტი’’ სადაც პარტნიორობის სურვილი 50მდე ორგანიზაციამ გამოთქვა;
- ამოქმედდა ,,ამბასადორი სტუდენტების’’ პროგრამა ჩვენი ყველა პირველკურსელებისთვის;
- პარტნიორობა დავიწყეთ სამხრეთ ევროპის მოწინავე ტექნოლოგიურ უნივერსიტეთან – ბრაგანჩას პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან;
- გაფორმდა პარტნიორობის შეთანხმება მოწინავე გერმანულ სარეკლამო სააგენტოსთან, რომელიც გადაამზადებს და დაასაქმებს ჩვენს სტუდენტებს.
ეს მხოლოდ დასაწყისია. წინ დიდი გეგმები გვაქვს!
უახლოეს მომავალში, ჩვენს სტუდენტებთან, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან, ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რეგიონისთვის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტებს განვახორციელებთ.
ჩვენი მისიაა შევთავაზოთ საზოგადოებას უნიკალური საგანმანათლებლო გამოცდილება და მისი მოლოდინების შესატყვისი თანამედროვე უმაღლესი და პროფესიული განათლება, განვავითაროთ პიროვნების ლიდერული და სამეწარმეო უნარჩვევები, სამეწარმეო ეკოსისტემის შექმნისა და ბიზნესის ტექნოლოგიებთან ინტეგრირების გზით მივცეთ არა მხოლოდ ლოკალურ არამედ საერთაშორისო ბაზარზეც კონკურენტუნარიანობის მოტივაცია და შესაძლებლობა. სამეცნიერო ნაშრომების, იდეებისა და ინოვაციების გაცვლით მოვახდინოთ ჩვენი პოტენციალის დემონსტრირება გლობალურ ბაზრებზე, ვიყოთ ორიენტურებულნი თანამედროვე ცოდნის შექმნაზე, საერთაშორისო სივრცეში ინტეგრირებაზე და საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშექყობაზე სადაც სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და მკვლევარების გაერთიანებით, ხდება სწავლა, სწავლება, კვლევა.
შეხვედრამდე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში!