
ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა რეგიონულ ინიციატივას – The Lead4Peace Camp უმასპინძლა
ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა The Lead4Peace პროექტის ფარგლებში რეგიონულ ახალგაზრდულ ბანაკს უმსაპინძლა. The Lead4Peace Camp არის ინიციატივა სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდებისთვის, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ გაეღრმავებინათ ცოდნა ციფრული ტექნოლოგიების, მეწარმეობის, ლიდერობისა და ინტერკულტურული კომუნიკაციის მიმართულებით. The Lead4Peace Camp-ის ფარგლებში აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებმა თუ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დინამიურ და მეგობრულ გარემოში ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება, რეგიონული შესაძლებლობები და ერთობლივი ინიციატივების დაგეგმვის გზები. ასევე, ერთობლივად იმსჯელეს რეგიონში მშვიდობის და განვითარების გასაძლიერებლად ციფრული პროდუქტების გამოყენებაზე, შექმნეს ბლოგები.
კვირეულის ფარგლებში მომხსენებლებს და ლექტორებს შორის იყვნენ, როგორც ადგილობრივი ექსპერტები, ასევე ლექტორები ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტიდან. გერმანელი ლექტორებისა და ინსტრუქტორების მიერ მონაწილეთა ჩართულობას და გამოცდილების გაზიარებას უაღრესად დადებითი შეფასება მოჰყვა. მონაწილეებს ბანაკის დასრულებისას სიტყვით მიმართა DAAD-ის თბილისის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა ბატონმა გებჰარდ როილმა. მან ხაზგასმით აღნიშნა ინიციატივის წარმატების და მონაწილეთა მხრიდან გამორჩეულად დადებითი და თანამშრომლობაზე ორიენტირებული დიალოგის შესახებ.
გამოითქვა სურვილი და მზაობა, რომ რეგიონში განვითარების და ერთობლივი ინიციატივების ხელშესაწყობად მსგავსი ფორმატის და შინაარსისი აქტივობები და პროექტეიბ გაგრძელდეს.
The Lead4Peace Camp პროექტი მხარდაჭერილი და დაფინანსებულია DAAD-ის მიერ ევროკავშირის ფონდიდან.