ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ,,Emerging Europe-ის’’ საერთაშორისო საკონკურსო ნომინაციაში გაიმარჯვა
BTU გამარჯვებულია!
ბრიუსელში გამართულ სამიტზე ,,Emerging Europe’’ საერთაშორისო საკონკურსო ნომინაციაში ,,Future-proof Education Category’’ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა და პროექტმა ,,Coding School for Women’’ ხმის უმრავლესობით გაიმარჯვა.
აღნიშნულ კატეგორიაში ნომინირებული ინსტიტუციები შეფასდნენ იმ პროექტებისა და ინიციატივების ხარისხით, რომელიც ციფრულ ეპოქაში, უწყვეტი განათლებისა და სწავლების საუკეთესო გადაწყვეტილებებს სთავაზობს ბენეფიციარებს.