ბიზნესის ადმინისტრირება მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა, რომელიც აბიტურიენტებში ძალიან პოპულარულია
ბიზნესის ადმინისტრირება მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა, რომელსაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აბიტურიენტებს სთავაზობს, დღეს ქართულ საგანმანათლებო ბაზარზე ერთ–ერთი ყველზე პოპულარული პროგრამაა, რადგან ის ორ მიმართულებას: მენეჯმენტსა და საინფორმაიო ტექნოლოგიებს ერთმანეთთან კავშირში შეასწავლის. თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით, შექმნილი საგანმანათლებლო პროგრამა გახდა საფუძველი იმისა, რომ ის მაღალი რანგის მენეჯერებსა და მმართველებს ზრდის. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ ოთხი წლის წინ შექმნილი უნივერსიტეტის სტუდენტები არიან ძალიან წარმატებულები შრომის ბაზარზე და ასევე ქმნიან სტარტაპებს.
პროგრამის მიზანია: სტუდენტს გამოუმუშავოს კომპეტენციები, რომელიც საშუალებას მისცემს, მონაწილეობა მიიღოს ორგანიზაციაში მიმდინარე ბიზნეს-პროცესების მართვაში, გადასცეს უახლესი ცოდნა ბიზნესის ადმინისტრირების ძირითადი პრინციპების შესახებ, რომლის გამოყენებითაც შეძლებს, დაგეგმოს და განახორციელოს ინოვაციური სამეწარმეო საქმიანობა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ხელი შეუწყოს ინოვაციური აზროვნების ჩამოყალიბებას, რომელიც მას კონკურენტუნარიანი კომპანიის შექმნაში დაეხმარება.
უნივერსიტეტის სტრატეგიის მთავარი ნაწილი არის ის, რომ სტუდენტებს არა მხოლოდ ძლიერი სასწავლო პროგრამა შესთავაზონ, არამედ მათ დასაქმებაში მაქსიმალურად დაეხმარონ. ამ მიზნით შეიქმნა პროექტი „დაასაქმე სმარტსტუდენტი“. პროექტის ფარგლებში, წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები ტექნოლოგიების და ბიზნესის მიმართულებით ავსებენ გუნდს ახალი, სხარტი და ინოვაციური იდეების მქონე BTU-ს სტუდენტებით.
სტუდენტების ხელშეწყობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტია სტუდენტური სტარტაპები. მეწარმეობას უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი პირველივე სემესტრიდან სწავლობს, წლის ბოლოს კი იმართება მასშტაბური, ღონისძიება, სადაც ინვესტორებსა და ფონდების, პარტნიორი ორგანიზაციების წინაშე, სტუდენტები მაღალტექნოლოგიური სტარტაპ იდეებით წარსდგებიან. საინტერესო სტარტაპ იდეის მქონე სტუდენტებისთვის, უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სილიკონ ველი თბილისის სამუშაო სივრცე, დაკომპლექტებული ბიზნეს ტრენერებით, კონსულტანტებითა და მენტორებით. უნივერსიტეტის უზრუნველვყოფს სტუდენტური ბიზნესის განვითარებას იდეიდან კომერციალიზაციამდე, მისი განხორციელებისთვის საჭირო ფინანსური რესურსის მოძიებასა და ბიზნესის მდგრადობის მხარდაჭერას.
ბაკალავრიატის საფეხურზე სტუდენტებისთვის საერთაშორისო გამოცდილების მიღების შეთავაზება უნივერსიტეტის სტრატეგიის კიდევ ერთი მთავარი ნაწილია. ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობისა და ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულებების ფარგლებში სტუდენტებს არაერთი შესაძლებლობა აქვთ სრულად ან/და ნაწილობრივ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების ფარგლებში 1 ან 2 სემესტრი გაატარონ პარტნიორ წამყვან ევროპულ უნივერსიტეტებში.
BTU-ს საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს აქვთ ორი დიპლომის მიღების შესაძლებლობა. პარტნიორი უნივერსიტეტები, რომლებიც მსგავს შესაძლებლობას აძლევენ უნივერსიტეტის სტუდენტებს არიან: ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პორტუგალია; ნიუ იორკის უნივერსიტეტი პრაღაში, ჩეხეთი; ვიტენბორგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ნიდერლანდების სამეფო; სტეფორდშირის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი.
BTU-ში სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, სხვადასხვა საგნები ისწავლონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და დამატებით ჩააბარონ გამოცდა, რომელიც აღნიშნულ სფეროში, მსოფლიოში აღიარებულ სერტიფიკატს მოაპოვებინებს მათ. შეთავაზებული კურსების ჩამონათვალი კი ასეთია: Agile, Scrum, Lean საერთაშორისოსერტიფიცირების სტანდარტები მენეჯმენტში და პროექტების მართვაში, HP Life სტანდარტი მეწარმეობაში, ACCA სტანდარტი ფინანსებში, ABPM სტანდარტიოპერაციების მართვაში, IELTS სტანდარტი ინგლისურ ენაში.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სწავლის წლიური საფასური 2250 ლარია. ხოლო ორმაგი დიპლომის მიღების მსურველებმა ბოლო წლის სწვალის საფასური შერჩეული უნივერსიტეტის მიხდვით უნდა გადაიხადონ.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივესრიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე ჩაბარება ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალებით. კოდი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებისას: ბიზნესის ადმინისტრირება – მენეჯმენტი – 1950101. ჩასაბარებელი საგნები – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და მათემატიკა ან ისტორია.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე რეგისტრაცია აბიტურიენტებს მარტივად, ონლაინ შეუძლიათ აღნიშნულ სარეგისტრაციო ბმულზე. დარეგისტრირებულ აბიტურიენტებს BTU ონლაინ ღია კარის დღეზე მოგიწვევთ, სადაც მიიღებთ თქვენთვის საინტერესო დეტალურ ინფორმაციას სასწავლო პროგრამებსა და უნივერსიტეტის სხვა აქტივობებზე.
გარდა ამისა, თქვენ მიიღებთ შესაძლებლობას, გაიაროთ უფასო კურსები და სასერტიფიკატო პროგრამები. არ გაუშვათ შანსი, მიიღოთ განათლება საქართველოს მოწინავე უნივერსიტეტში და წარმატებით დასაქმდეთ არა მხოლოდ ადგილობრივად, არამედ მსოფლიო მასშტაბით.