ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები
ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები – სამაგისტრო პროგრამა, რომელიც ბიზნესის მართვასთან ერთად ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებას შეგასწავლით.
პროგრამას აქვს HRCI საერთაშორისო აკრედიტაცია. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
- პროგრამის მოცულობა:120 კრედიტი (ECTS)
- მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი და კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი მენეჯმენტში (MBA in Management)
- პროგრამის საფასური: 2650 ლარი
პროგრამის სილაბუსი იხილეთ ბმულზე.
გაცვლითი პროგრამები და ორი დიპლომის მოპოვების შესაძლებლობა:
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამებით
BTU სტუდენტებს სთავაზობს მოკლევადიან და გრძელვადიან გაცვლით პროგრამებს, საზაფხულო და ზამთრის სკოლებსა და სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამებს.
გაცვლითი პროგრამებით სარგებლობა სტუდენტებს შეუძლიათ როგორც ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ ის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში.
იხილეთ გაცვლითი პროგრამების ბროშურა
ასევე, ბრაგანსას პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან (Polytechnic Institute of Braganca, Portugal) თანამშრომლობა BTU-ს ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის ერთდროულად ორი დიპლომის მოპოვების საშუალებას იძლევა და პორტუგალიაში ბოლო სასწავლო წლის გატარებას გულისხმობს. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დასაქმების შესაძლებლობები:
კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს საშუალო და ზედა რგოლის მენეჯმენტში გადაწყვეტილების მიმღები მენეჯერის პოზიციაზე:
- კერძო სექტორში
- სახელმწიფო სექტორში
- საერთაშორისო ორგანიზაციებში
სტუდენტებისთვის შეთავაზებული იქნება
- ტექნოლოგიური ლაბები
- Co-working სივრცეები
- სტაჟირების და დასაქმების პროგრამები
- გაცვლითი პროგრამები და მათ შორის ერთდროულად ორი BTU-სა და უცხოური უნივერსიტეტის დიპლომის აღების შესაძლებლობა
- მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი
- მჭიდრო კავშირი ინდუსტრიასთან, networking ღონისძიებები, კონკურსები და სხვ.
- საერთაშორისო პროექტები და ექსტრაკურიკულური აქტივობები.
ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდის საშუალებით:
იმისათვის, რომ მაგისტრანტობის მსურველმა ჩააბაროს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამაზე წარმატებით, უნდა გაიაროს სამი საგამოცდო ეტაპი:
- საერთო სამაგისტრო გამოცდა – საერთო სამაგისტრო გამოცდაზე წარმატებით უნდა გადალახოს ოთხი სავალდებულო კომპონენტიდან, სამის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;
- ჩააბაროს საუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში ან წარმოადგინოს B2 დონის დამადასტურებელი ვალიდური საერთაშორისო სერტიფიკატი;
- გასაუბრება.
იხილეთ ინგლისური ენის ტესტის ნიმუშები:
იხილეთ გასაუბრების შეფასების ფორმა